ალბათ გერმანულად უფრო კარგია
სებასტიან ფეტელი - დაუმორჩილებელიღამის წყვდიადი თუმც მაფარია,
შავი ქვესკნელის კვნესაც სულ ისმის,
მადლობა ღმერთებს, ვინც კი არიან,
- გაუტეხელი ჩემი სულისთვის.
გარემოების მკაცრ მარწუხებში
არ დამცდენია ოხვრა და კვნესა,
კომბალს მინაცვლებს ბედი უხეში,
სისხლიან ქედს კი არ ვიხრი დღესაც.
რისხვის და ცრემლის საუფლოს იქით
გამოკრთის ზაფრა სიგრილის, ბნელის,
თუმც ბოლო წლებზე შავბნელი ფიქრი
ჩემს შეშინებას ამაოდ ელის.
და მერე რა, თუ ვიწროა ბჭენი,
თუ გზაც განსაცდელს გადაუნისლავს,
მე ვარ ბატონი ჩემი არჩევნის:
მე ვარ უფალი ჩემი სულისა.