ეჰ თავზარი დამეცა ეგ ნიუსი რომ გავიგე, თუმცა გადაწყვეტილებას აღარ შეცვლიან.
მიზეზი რომ გადავიკითხე ყოფილა ის რომ დედამიწაზე გლობალური დათბობა, კლიმატური ცვლილებები, გეოლოგიური კატასტროფების ზრდა, ყინულების დნობა, მეწყერი და ა.შ. ყველა ამ მიზეზის ერთ-ერთი ფაქტორია ნახშიროჟანგი (CO2 - Carbon Dioxide) რომელსაც მანქანები და ზოგადად ავტო ტრანსპორტი გამოყოფს. ამ მხრივ ევროპაში ძალიან გამკაცრებულია განობალოქვის კონტროლი და 2050 წლისთვის მსოლფიომ უნდა მაიღწიოს carbon neutrality-ს ანუ ნახშიროჟანგის გამოყოფისა და შთანთქმის გათანაბრება. უფრო კონკრეტულად კი, ნახშიროჟანგის გამოყოფა არ უნდა აღემატებოდეს ბუნების მიერ მისი შთანთქმის რაოდენობას.
შესაბამისად ჰონდა ემზადება ამ ახალ რეგულაციაზე გადასასვლელად, რომელიც დედამიწისთვის და ისევ ხალხის უსაფრთხოებისთვის კეთდება. ეს ყველა ავტომწარმოებელს შეეხება.
ხოლო ის ჯგუფი რომელიც ჰონდამ გამოყო ფორმულა 1-ისთვის სამუშაოდ, უკან უნდა გაიწვიოს. ეს ინჟინერ მექანიკოსები ფლობენ უკვე დიდ ცოდნა გამოცდილებას რაც ჰონდას კომპანიისთვის მნიშვნელოვანია.
რედ ბულმა უკვე 2021 სეზონის დაწყებამდე მოახერხა ჰონდასთან ხელშეკრულების გაფორმება, რის საფუძველზეც ჰონდას ძრავი და ის ყველა საჭირო ინტელექტუალური საკუთრება რასაც აუცილებელია ძრავის წარმოებისთვის, გადაეცა რედ ბულს და რედბულის მიერ მოხდება ძრავის გადაბრენდვა (ანუ როგორც ადრე TAG HAUER ერქვა რედბულის ძრავს, სინამდვილეში რენოს ძრავი იყო, იგივე იქნება ჰონდას შემთხვევაშიც). ამიერიდან რედ ბულმა უნდა უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფა, თავისივე თანხებით, თავადვე უნდა მოიძიოს ამ ძრავისთვის საჭირო ინჟინრები და ა.შ.
ნუ მერსედესიდან უკვე მოახერხა რამდენიმეს გადმოყვანა. როგორც ტოტომ თქვა, მიზეზი თუ რატომაც გადავიდა ის ზოგიერთი ინჟინერი რედბულში, იყო ის რომ მათ უნდოდათ მომავალი, უკეთესი პერსპექტივა, ახალი გამოცდილება, ანუ რაც მერსედესში "რიგით" ინჟინრობას არ სცდებოდა, რედბულში უფრო მეტ შესაძლებლობებს ნახავენო. როგორც ვიცი ხელფასები გაუზარდეს ინჟინრებს რომ რედბულის შემოთავაზებაზე არ დათანხმებულიყვნენ, თუმცა რედ ბული მოახერხებს თანხების მობილიზებას და ძრავის სპეცაილისტების ერთ გუნდად შეკვრას. კი დაუჯდება ძალიან ძვირი მაგრამ სამაგიეროდ აღარასდროს იმათხოვრებენ ძრავს სხვისგან
ისე კი თუ უახლოეს მომავალში ჰონდაში მორჩებიან მუშაობას და ისევ გამონთავისუფლდება რესურსი, კვლავ დაბრუნდებიან, როგორც ეს როს ბრაუნმა თქვა. თავად სოიჩირო ჰონდას ფილოსოფიაც ხომ ეს იყო, რბოლის ჟინი მის ინტერესებში მუდამ იყო, მგონი მეოთხედ მიდის ფორმულა 1-დან და ესეც იმაზე მეტყველებს რომ მეხუთედაც დაბრუნდება



რა იცოდნენ ტოიოტაში თუ ამ პატარა შეცდომით ამხელა კონკურენტს გაიჩენდნენ

P.S. ვისაც ჰონდას ისტორია გაინტერესებთ ფორმულა 1-ში თუ როგორ შედგა ფეხი, გადაიკითხეთ ძალიან საინტერესო ისტორიაა
Formula One Entry: The Initial Phase / 1964 * * *