ჰოო, გამწარებული კიარა ღამე აღარ ძინავს მგონია, რა დაიცდის უნგრეთამდე, რედბული შიგნიდან დუღს...
როგორც ჰორნერმა თქვა ზარალი სულ მცირე 1.8 მილიონი დოლარიაო, საბოლოოდ როცა ააწყობენ ალბათ 2 მილიონამდე ავა.
ძრავი იაპონიაშია უკვე გაგზავნილი ტესტირებისთვის, როგორც წინასწარ ამბობენ, ძრავი არ აღმოჩნდა ისე დაზიანებული როგორსაც თავიდან ვარაუდობდნენ, თუმცა ჯერ ტესტის საბოლოო პასუხი ჯერ არ დადებულაო.
თუ უნგრეთში ჩამოვა ეგ ძრავი, კვალიფიკაციაზე გამოვცდითო, ღირს თუ არა მაგ ძრავის ნდობა რბოლაშიო. ეგ უკვე #2 ძრავია რომელიც საფრანგეთში ჩადეს.
თუ ახალ ანუ მესამე ძრავს გამოიყენებს მაშინ პენალს აირტყავს და მოუწევს დაბალი პოზიციებიდან დასტარტვა.
ეს ავარია ფინანსურად კიდევ უფრო ამცირებს იმის შესაძლებლობებს რომ ბოლიდის განახლებაზე იმუშაონ და ისედაც შემჭიდროვებული ბიუჯეტით, კიდევ უფრო გაუჭირდებათ გუნდს პირველბისთვის ბრძოლა.
კიდევ ერთი ან ორი ავარია და რედბულს მოუწევს "ურიკით" ასპარეზობა.
ახლა ხომ ცხადია რამხელა დარტყმა მიიღო რედბულმა, ფინანსურად, ტექნიკურად, ტაქტიკურად, მორალურად და ამ ყველაფერს ემატება უკიდურესად დაძაბული ვითარება...
რატომ არ დაამტვრია მაქსმა ლუისა, თუ ავარიაა, ბარემ გაიყოლე რა მეორეც, არაუშავს მაქსი ბოლომდე გამოიყენებს თავის შანსს, წელს ჩემპიონობა ლუისაზე უფრო მაქსისკენაა, თუ კიდე არ დაამტვრიეს, ან ბორბალი არ გაუსკდა, ან მეხი არ დაეცა...
British Grand Prix crash to cost Red Bull £1.3m, says Christian Horner This post has been edited by lasha16 on 24 Jul 2021, 01:47