Datvlas-vin-gtxovsშენს ნიკს რო ვხედავ, ყოველთვის მიჩნდება შეკითხვა, მაგრამ დრო არ მქონდა არასოდეს რო დამეწერა

"ამ დროს ქუხილმა დაიგრიალა,
გრგვინვა დაიწყო მისმა ხმამ მთებში,
ცაზედ ელვაში გაიპრიალა
და გაანათა მდინარე ხევში.
ცას გადაედვნენ შავნი ღრუბელნი,
ნისლში შთაცვივდნენ მთანი და ველნი;
ქარმა დაჰღმუვა ხევ-ხუვსა, მთებსა,
ბუქი სვეტსავით აატრიალა,
რისხვითა ჰგლეჯდა კლდესა და ღრესა,
ზვავმაც მაღლიდამ დაიგრიალა, -
და მყის ბუნების მშვიდი დუმილი
ბნელ ჯოჯოხეთად გადიქცევოდა,
წყალი და ცეცხლი, მეხი, ქუხილი
ერთმანეთშია აირევოდა.
მაშინ შევხედე მყინვარსა მძლავრსა...
დიდხანს ვეძებდი იქ მოხუცს კაცსა,
მაგრამ შავისა ღრუბლისა სისქეს
ვერ გაატანა თვალმა უძლურმა...
„ნუთუ გათავდა ამით ხილვა ეს!“ -
შემომტირა მე მწუხარე გულმა.
მცირეს ხანს შემდეგ გადიწმინდა ცა,
გამოიღიმა ნათლად მთამაცა
და მზისა სხივით გაბრწყინვებული
კვლავ დავინახე მოხუცებული."
აი ამას რო წერდი, რაზე ფიქრობდი?