პერესის ამხელა ჩამორჩენა ვფიქრობ, განპირობებული იყო იმით რომ, წყალს ვერ სვავდა საერთოდ, ანუ ფიზიკური გამძლეობის ფაქტორი იყო.
ეს ტრეკი ცხელი იყო ძალიან, შესაბამისად პილოტის გამძლეობა დიდ როლს თამაშობს.
ამ შემთხვევაში ჩეკო მესამეზე გადიოდა ყველა ვარიანტში და რა მნიშვნელობა ჰქონდა რამდენი წამით ჩამორჩებოდა, ამიტომაც მოეშვა და ცდილობდა მეტად დაესვენა.
რბოლის ბოლოსაც აღნიშნა რომ, ეს რბოლა ჩემთვის იყო ფიზიკურად ყველაზე რთული მთელ სეზონის განმავლობაშიო. რომ გადმოვიდა მანქანიდან ეტყობოდა რომ "მოხარშული" იყო და სულს ძლივს ითქვავდა.
რაც შეეხება რბოლას, ისე ეწეოდა ლუისა მაქსს, მეთქი ვსიო ლუისა მოიგებსთქო მაგრამ, მაქსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ზე კლასია. არწივია ფრინველებში და ლომი ცხოველებში.
როგორც იქნა ძალიან ვისიამოვნე, ბოლო წრეებზე ადრენალინი ისე მომაწვა, ლამის გულის შეტევა დამემართა

ღირდა ეს რბოლა ამად <3
This post has been edited by lasha16 on 25 Oct 2021, 01:31