მერსედესის შეცდომის გამო წააგო ჰემილტონმა, 2 ჯერ შეეძლოთ პიტზე შესვლა და არ შევიდნენ არცერთხელ.
https://www.facebook.com/watch/?v=494425311874589გადაახვიეთ 4:52-ზე. stay left არ შემოხვიდეო, სეიფთი ქარიო. არადა შესულიყო და ჯიბეში ედო ტიტული. ანუ ტიპი პიტ ენთრისთან იყო, გამოდის უსაფრთხოების მანქანა და არ შედიხარ, რავი წარმატებები. ამოუტრიალა ლუისმა ბონოს ყველაფერი გულში უეჭველი :დ
ამის შემდეგ ჰამილტონი მოიგებდა მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ რბოლა დასრულდებოდა SC-ს უკან.
ფიამ დაუშვა შეცდომა როცა თავიდანვე არ მისცა გადასწრების საშუალება წრეზე ჩამორჩენილ მანქანებს. თავიდანვე რომ გაეშვათ, ისედაც გაასწრებდა მაქსი, იმიტომ რომ 2 და შეიძლება მეტი სარბოლო წრეც მოესწროთ.
გადაწყვეტილება რომ არ შეეცვალათ და მაქსის და ჰემილტონს შორის დაეტოვებინათ ის 5 მანქანა, მაინც მაქსი მოიგებდა, იმიტომ რომ 2 სარბოლო წრე მაინც ექნებოდათ (რეალურად გავასწრებინოთ თუ არაო მაგის მარჩიელობაში დაიკარგა დრო).
ის 5 მანქანა პროსტა გააჩერებდნენ და ისე გაატარებდნენ მაქსს, იმიტომ რომ იყვნენ წრიულები და არ არიან გიჟები რომ ტიტულისთვის ბრძოლაში ხელი შეეშალათ რომელიმესთვის.
და კიდე სწორზე სლიპსტრიმიდან ჰემის ჩამოშორება რომ უნდოდა ეგ არანაირად სერიოზული წესის დარღვევა არაა (დამუხრუჭების ზონაში და ხიფათის შემთხვევაში შეიძლება შავ/თეთრი დროშის გაფრთხილებით შემოიფარგლონ პირველ ჯერზე). სეტანტას კომენტატორებმა ეგეც არ იციან დაიწყეს პირდაპირ ეთერში ზიგზაგიზიგზაგიიი იიიიი
რბოლაა ბოლოს და ბოლოს რა. მაშინ დაჯექით და უყურეთ ჭადრაკს
მოკლედ მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ მხოლოდ უსაფრთხოების მანქანის ქვეშ ფინიშით მოიგებდა ჰემი და მოპარულ/ნაჩუქარ ტიტულს ნამდვილად ვერ დავარქმევ იმას რაც მოხდა.
safety car-ით რომ დაემთავრებინათ ეგ იქნებოდა მართლა ნაჩუქარი ჰემისთვის.
ტოტოს სწორედ ეგ უნდოდა (თავიდან საერთოდ არ გამოიყვანო SC-ო ჩათლახი ეგ) და მასისაც ეგ უთხრა და რედბულს პირიქით.
მაქსი რომ ყოფილიყო პირველზე და ჰემი მეორეზე რედბული გაიგიჟებდა თავს sc-ს უკან დავამთავროთო და ტოტო პირიქით.
ყველა კმაყოფილი ვერასდროს ვერ იქნება.
წესებში კიდე სადაც წერია რომ სარბოლო დირექციას აქვს სხვა გარკვეული წესების override-ის უფლება, მანდ უკვე ყველაფერია მოსალოდნელი
მილიონი ფაქტორია ფორმულა 1-ში და მაგითაა საინტერესო, თორე ისე რა აზრი აქვს ყოველთვის სწრაფი ბოლიდი/მძღოლი რომ იმარჯვებდეს სანახაობა იქნებოდა 0, ინტერესიც 0 და შემოსავალიც 0.
P.S. მთლიანი სეზონის ჭრილში ნამდვილად ეკუთვნოდა მაქსს ჩემპიონობა, იმიტომ რომ უფრო შედეგიანი/სტაბილური იყო და საერთოდ ფორმალობა უნდა ყოფილიყო ეს რბოლა... (სილვერი, უნგრეთი, იმოლა და ა.შ.)
ალონსო დიდად არ მევასებოდა არასდროს, მაგრამ ამ სეზონში ძალიან მომაწონა თავი. ნუ უმაღლესი დონის პილოტი რომ არის 2 აზრი არაა, უბრალოდ ამ სეზონში რაღაცნაირი მიდგომა აქვს, თან რო ხვდება რომ ასაკშია, თან რო ხვდება რა გუნდშიც არის და მაინც უბერავს და ისწორებს თავისას
https://www.facebook.com/watch/?v=637482637444830ფერარი არ მეგონა მაკლარენს თუ ამოუქაჩავდა. გული დამწყდა მაკლარენზე, მეორე ნახევარში ძალიან ჩაიჯვეს. რიკიარდო ჩემთვის არის ყველაზე overrated მრბოლელი ფორმულა 1-ში.
მომავალ წელს მგონია რომ ისევ ჰემი გახდება ჩემპიონი...
ესეც ტოტო რბოლის შემდეგ =)))
https://www.youtube.com/watch?v=mb7JtKIPBL8მოკლედ რაც მოხტა მოხტა, შესანიშნავი სეზონი გამოვიდა, ნეტა ყველა ესეთი ყოფილიყო ბოლო 11 წელი.
This post has been edited by PoteRii on 14 Dec 2021, 11:27