Snikiვხვდები რასაც ამბობ შენ, მაგრამ მაქაც არის სხვადასხვა ნიუანსი.
შეცდომები მოსდით მაშინ, როცა საკუთარ თავზე გადახტომას ცდილობენ.
მაქსი გაიხსენე. რა გგონია შენ მაგალითად 2020 ში მაქსი არ იყო ჩამოყალიბებული პილოტი? არ ქონდა სისწრაფე? არ ქონდა მენტალური მდგრადობა იმისთვის, რომ უშეცდომოდ ევლო მთელი წელი? ან უფრო ადრე წლებში?
აბსოლუტურად ყველაფერი ქონდა. საკუთარი სტილის გამო.. პილოტები ბუნებრივად არიან ან ასეთები, ან ისეთები. მაგალითად საბურავების ცვეთის კონტროლი, მოდის ტარების სტილიდან. ამას არაფერი ცვლის საერთოდ.
როცა რაღაცის გამო გიწევს სტილის შეცვლა, მაშინ გიფუჭდება ის, რაც შენ შეგიძლია რეალურად.
ხო და რას ვამბობ მე.. როცა გუნდში აწყობილია საქმე.. როცა ყველა ეტაპზე რაღაცის ხარჯზე არ ხდება ბოლიდის აჩქარება.. როცა განახლებების გამო გიწევს სტილის ცვლა.. როცა ამის გამო შენ გიევს საკუთარ თავზე გადახტომა და ახალი ველოსიპედის მოგონება.. შენ შეცდომებს ფაქტიურად არ უშვებ. ყველა მაგ ბიჭს შეუძლია რომ უშეცდომოდ იაროს. როცა შეგიძლია მთელი 60 წრე ვთქვათ 1.47 ში იარო და არ ამოვარდე.. ეს ნიშნავს, რომ შენ ხარ რობოტი.
ყველა რობოტია მანდ.
შეცდომები მოდის სხვადასხვა რამედან. მაგალითად გასწრების დროს რომ ვერ საზღვრავ მანძილს.. როცა ეტაკები ვინმეს.. ეს სულ სხვა რამეა.
მაგრამ როცა რბოლის დროს ან მოსახვევში ვერ შედიხარ, ანაც კიდევ მაგდაგვარი.. ჩათვალე რომ იმის ბრალია, რომ რაღაცას რისკავ.. იმაზე სწრაფად გიწევს სიარული.. რაც შეგიძლია და ა.შ.
ეგ დავწერე წინა პოსტში ზუსტად. როცა ყველაფერი ექნება მაგ პილოტებს.. მაშნ მოთხოვ რომ არ დაუშვას შეცდომა.
როცა დაყლევებული სტელა უზის ერთს და მეორეს კლოუნები მოსტიკზე.. თავისთავად უკვე ცხოვრებით ტრაკში ხარ

როცა იცი, რომ ჰორნერი, ნიუი და შმიტი გიზის და ზურგს შენი უმაგრესი ინჟინერი გიმაგრებს.. რა შეცდომაზეა საერთოდ საუბარი.
ანაც ბონო რო ეჯდა ლუისას.
მოკლედ მაინც ჩემ აზრზე დავრჩები.
მაგ ორ ბიჭს.. აბსოლუტურად ყველაფერი შეუძლია. უსწრაფესები არიან.
შარლზე კი იმასაც ვიტყვი, რომ ფორმულას ისტორიაში საუკეთესო კვალიფაერია. არ არსებობს პილოტი, მაგაზე მაგრად შეეძლოს ერთი წრის მორტყმა.
იმჰო რა თქმა უნდა. პატარა კლასიდან ვაკვირდებოდი მაგ ბიჭს და ვიცი რასაც ვამბობ

ლანდოზე კი რა უნდა ვთქვა. უმაგრესი პილოტია, თავისი განსაკუთრებული ტარების სტილით. თავისი საბურავებთან მოპყრობით. სარბოლო ტემპით, როცა საჭიროა.. საკვალიფიკაციო რეჟიმს როცა რთავს.. უმაგრესი ვინმეა.
ცოტა სარბოლო მენეჯმენტი არ უვარგა.. მაგრამ ეგეც არაფერი.
ჩემთვის არის ორი ტიპი მრბოლელების:
ორთაბრძოლებში მაგრები და სუსტები.
აი მხოლოდ ამით ვყოფ მათ. დანარჩენი ყველა მაგარია.
ნანდო, ლუისა, მაქსი.. დედისმტყვნელები არიან მაგ ამბავში.
აი ნიკოზე დაწერეს ზემოთ.
როსბერგი ყვერი იყო მაგ კომპონენტში. ეგ რო ქონოდა.. ეგ იქნებოდა სამგზის ლუისასთან. იმიტო რო სარბოლო მენეჯმენტი, ყველაფრის კონტროლი ჰაი ლეველზე ქონდა. კვალიში რომ ლუისას დარი იქნები ანაც უკეთესი.. ბევრზე მეტყველებს.
ლანდოს, შარლს შეუძლია გასწრება.. თავის დაცვაც.
თუ ვერ იცავენ თავს.. ეს ნიშნავს, რომ ბოლიდი არ აძლევს მაგის საშუალებას.. ანაც ის მეორე მათზე უკეთესი -ჰაი კლასია.
დებილი შეცდომებზე კი დავწერე.
* * *
აი როცა სტილის შეცვლაზე ვამბობ.. მანდაც უფრო უნდა განავრცო თემა.
ნანდო რითი ფასობს? ნებისმიერი ### ბოლიდიდან შეეძლო ამოეღო ის, რაც მის ძალების 100 % -ს დადებდა.
შეიძლება ეს არ იყო საუკეთესო დროები იგივე ბოლიდზე.. ვიდრე მაგალითად სხვა პილოტი რო დამჯდარიყო.. მაგრამ იმ ტაშტზე, სხვა ვერც მივიდოდა მაგ ლეველზე. იმიტო რო შეეძლო ტიპს მორგებოდა ნებისმიერ ტექნიკას.
განსხვავებით კიმისგან ვთქვათ. რომელსაც სპეციფიკური სტიპი ქონდა.. და თუ ვერ ერგებოდა რამეს.. იჩითებოდა ოკონი. არა და თუ გაარტყამდა.. ნანდოზეც, ლუისაზეც სწრაფი იქნებოდა იგივე ბოლიდზე. იმიტო რო ბუნებრივი სისწრაფე უფრო მაღალი ქონდა ვიდრე სხვა. ეს არის ტალანტი, ეს არის ბუნებისგან მონიჭებული ნიჭი.
ტალანტი ფორმულაში ბევრი არ ყოფილა, ეგეთი.
მე რაც მახსსოვს და მინახავს..
ბუნებრივი სისწრაფე და რამე.. სენა, შუმი, ლუისა, კიმი, და მაქსი. უნიკუმები არიან <3
აქვე შეიძლება მენსელიც ავიღოთ. ანუ სისწრაფე რო აქვს მომადლებული და მორჩა. სხვა ყველაფრის გარეშე.
როცა ამ ყველაფერს ემატება შრომისმოყვარეობა, მუშაობა საკუთარ თავზე.. გუნდის მოხოდვა და ა.შ -- იჩითები პროსტი, შუმი და ლუისა კარიერულად. ასევე შეიძლება მაქსიც კარიერის ბოლოს.
ნანდო მანდ ჩემი გადმოსახედიდან არ არის... მაგრამ პირველია სხვა რამეში.. რაც დავწერე ზემოთ.
ახლებზე კი ვერაფერს იტყვი, სანამ ერთხელ მაინც ვერ გახდებიან ჩემპიონები და არ მოეშვებათ.
ერთი ჩემპიონობა უნდა ლანდოს და შარლს. მერე ნახე რა ლეველზე ავლენ.. თავადაც და გუნდებიც.