#61405341 · 15 Jul 2024, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ შემადგენლობით უკეთეს შედეგს ალბათ ვერავინ დადებდა. რომ გაგვმართლებოდა და ესპანეთს ავცდენილიყავით, მეოთხედფინალიც შეიძლებოდა.
მაგრამ ფაქტია რომ მთლიანი დაცვა და ნახევარდაცვა გვყავს მესამე ეშელონის გუნდების (ტოპ ქვეყნების დაბალი ლიგა ან მაჩანჩალა ქვეყნების პირველი ლიგა) ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული. თუ ვთხოვთ რომ მოვუგოთ ესპანეთს ამ შემადგენლობით, რომელმაც კითხვის ნიშნის გარეშე გაიარა ყველა ევროპული გრანდი და ისე გახდა ჩემპიონი, მაშინ თავად უნდა ვიყოთ ჩემპიონობის კალიბრის გუნდი.
თან ვითამაშეთ ლამაზი ფეხბურთი რამაც ბლომად ფანი გაგვიჩინა. ჩემი გერმანელი კოლეგები სულ კომპლიმენტებს მწერდნენ ეს დღეები.
ფაქტია რომ ვილის ხელში ქოჩორა ჩამოყალიბდა უძლიერეს ჩამშლელად. ფაქტია რომ კვარას და ჟორჟს ძაან მაგრა იყენებს, და კვარა გაცილებით სახიფათოა ნაკრებში ვიდრე ნაპოლიში იყო მთელი სეზონი. ფაქტია რომ ასევე დაბალი დონის დაცვისგან მაქსიმუმს ადნობს. პორტუგალიასთან ქლინ შითი, რომელსაც ფელიში, რონალდუ და კონსეისაუ ყავდა წინ, არაა ხუმრობა. ლოჩოშვილიც კი მაგრად აათამაშა ფლანგზე.
ერთი შეგიძლია იმაზე დავემდუროთ რომ აზარა დატოვა. სხვა საყვედური არ მაქვს მაქვს, და ბევრი მადლობები. ესპანეთთანაც კი შეიძლებოდა ბრძოლა, მსაჯს რომ არ გავეწირეთ პირველ გოლზე და კიტე ყოფილიყო მყობრში. კიტე ძაან დიდი ძალაა როცა მოედანზეა - ეგაა ჩვენი დაცვის და თავდასხმის მთავარი დამაკავშირებელი კვანძი.
This post has been edited by kaiser Soze on 15 Jul 2024, 12:28
|