გაცვივდება ლუისას თმები მალე
* * *
რაც შეეხება რბოლას
გამომდინარე იქედან რო წვიმამ აურია ყველას და ყველაფერს თავგზა. ისე გამოჩნდა, რომ მაქსი ჰა ჰა და ახლოს არის მაკებთან.
სტარტიდან თუ მათ ტემპში დადიოდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისწრაფე ქონდა და უბრალოდ საბურავები ადრე მოუკვდა. უბრალოდ ლანდო არ ჩქარობდა არსად, როგორც ჩვევია ხოლმე.. კარგ ამინდში ნელა შედის ეგ ბიჭი ტემპში, წვიმაში ხო საერთოდ.. თან პირველი რბოლაა. არსად არავის არ ეჩქარება. უკნიდან პიასტრი რო პრესავდა.. ეგ ზუსტადაც იმიტო რომ უკან დარჩა სტარტის შემდეგ. შემდეგ კი უკვე საბურავებიც მოკვდა და წამოვიდა იმხელა ჩამორჩენა. რბოლა ბევრჯერ გაჩერდა, თორე ამ ამინდშიც კი მაკები წყნარად 40 წამზე მეტს გაასწრებდნენ მაქსს, დანარჩEნზე უკვე არაფერს ვამბობ.
პიასტრის და მაკების ურთიერთობას რაც შეეხება.. აი არ მომწონს არც მე და არც მგონი არავის.. ეგრევე პირველივე რბოლაში რო ატორმუზებენ პილოტს და როცა გამოიდარებს მაშინ ვისაუბროთ წსწრაფი ხარ თუ რა ფეხებიო.. მაგრამ შარშანდელმა წელმა მგონი ასწავლა მაკებს, ვისზე და რაზეც უნდა დადონ. ვერ გაამტყუნებ. მასეთ სიტუაციებში.. ვინც კვალის იგებს და პირველ მოსახვევს იგებს .. იმას უნდა ქონდეს უპირატესობა.. რაოდენ ცუდიც არ იყოს ეს პიასტრისთვის ან სხვა ნებისმიერისთვის.
მეორეს მხრივ, სწორედ ეგ მომენტი იყო გადამწყვეტი შემდეგ რბოლაში. ოსკარი დაატორმუზეს.. ეგრევე მოეშლებოდა ნერვები.. ამოვარდა ტემპიდან, რიტმიდან.. ეგრევე შეცდომა დაუშვა.. შემდეგ კი როცა ლანდო მოსრიალდა.. ესეც მიყვა.. ოღონდ გამომდინარე იქედან რო ლანდო იყო მის წინ.. ცოტა სხვა ტრაექტორიით და სხვა საჭის მოძრაობით ცდილობდა შესულიყო მოსახვევში.. რამაც გამოიწვია მინდორში ჩარჩენა.
არა და ამ რბოლაში ლანდოზე სწრაფი იყო ბიჭი, ნებისმიერ საბურავზე, ნებისმიერ სიტუაციაში. უბრალოდ უკვე მერამდენედ დამტკიცდა, თუ გუნდი მეორე პილოტზე დებს.. შენ ეგრევე სადღაც უკან იჩითები და ვერაფერს შვრები. ამას ვიძახი აგერ უკვე 15 წელია

სხვადასხვა მაგალითები ბლომად გვაქვს.
თუ არ გამოსწორა კვალი და წინ არ ჩადგა.. არაფერი ეშველება. თუმცა შარშანდელისგან განსხვავებით წელს რედ ბული და მაქსი ვერ იქნება იმ დონეზე, რომ ხელი ძალიან შეეშალოთ.
თუმცა არეულ რბოლებში ისევ ასეთივე სცენარი იქნება.
წითლები არეულები იყვნენ. ტემპიც არ ქონდათ. იქნებ წვიმის გამო.. იქნებ ### ბოლიდის გამო.. ნუ კლოუნებზე არაფერს ვამბობ.
მერსედესი ჩასაფრებულები იქნებიან სულ. კიმი უმაგრესი ბიჭია <3 უდიდესი მომავალი აქვს მაგ ბიჭს. რასელი სადღაც აურევს.. მაგრამ მაინც კარგად ივლის. აიღებს ყველგან კარგ ქულებს.
ვილები გა#####ნაურდით, მაგრამ დალაგდება ყველაფერი და ისევ ათეულის მისადგომებთან ვიბოდიალებთ რბოლებში.
ასტონს არ ვიცი მომავალ წელს რითი დაეხმარება ნიუი.. მაგრამ არ მჯერა მე იმის, რომ ისეთი მოძლიერდებიან.. 2-3 წელი ვინმეს კონკურენცია გაუწიონ.
წითლებიც მაინც მჯერა პრინციპში. გამოასწორებენ ბოლიდს, უბრალოდ გვიანი იქნება.
შარშანაც ვამბობდი და წელსაც გავიმეორებ, არ ვარ წინააღმდეგი მაკების რამდენიმე წლიანი დომინაციის. პირიქით. მომენატრა მაგათი წარმატებები და ა.შ.
* * *
ხო მთავარი გამომრჩა საერთოდ.
ლანდო. ასეთ არეულს რბოლებს როცა ლუისა და მაქსი იგებდა, მათი ფანობა საცვლიდან ამოხტომას ვიყავით.. აჰა და აჰაო.. იგივე გააკეთა ლანდომ.
ასეთ რბოლებს ვიღაც სირები ვერ მოიგებს. დიდი პილოტობა ჭირდება. ლანდო კი ეგეთია რასაც ვუყურებ. თან სეზონის სტარტიდანვე. <3