მონცაზე პიტ-სტოპ-სირობის "ინჩიდენტი" რომ არა, ალბათ არ იქნებოდა ლანდოსადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება. პიასტრი უფრო "დასტოინად" გამოიყურება და მაკები შემდეგ სეზონშიც თუ კონკურენტულები იქნებიან, არაფერს დათმობს დასაწყისიდანვე.
ზოგადად, :დ-ს ანუ ვილიას ვეთანხმები, რომ დაიმსახურა, მაგრამ იმაში არ ვეთანხმები, რომ ყველაზე უნიჭოა ჩემპიონებს შორის

მკაფიო #1 - #2 დაყოფა რომ ყოფილიყო მაკებში, ძალიან ადრე დამთავრდებოდა ეს ჩემპიონატი, თან ძალიან უინტერესოდ

არადა, ყველა ამ გაგებით ნიჭიერ ჩემპიონს, შიგადაშიგ გამონაკლისის გარდა, სრული მხარდაჭერა ჰქონდა გუნდისგან და, პირიქით, მეორე ნომერი სრულად იჩაგრებოდა. ფერარის, რედბულის და მერსედესის დომინაციების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მიზეზი პრიორიტეტების დანაწილება იყო - რამდენჯერაც გინდა იმდენჯერ გაუწირავთ #2 პრიმას სასარგებლოდ. კი, შუმახერი, ფეტელი, ჰემილტონი, ფერსტაპენი მაინც მოიგებდნენ, მაგრამ ამდენს ალბათ ვერა + შიდა კონკურენციის გამო გაიზრდებოდა შეცდომების რაოდენობა გინდა სტრატეგიაში და გინდა ტექნიკაში, მოიმატებდა დაძაბულობა და ა.შ. ოღონდ მაკებისგან განსხვავებით იმათ არ დაუწყიათ ლიბეღტე, ეგალიტე, ფღატერნიტე და მიუჩინეს თავ-თავისი ადგილი ყველას

ეს მიდგომა უფრო სამართლიანი მეჩვენება, ვიდრე ის, რაც იტალიაში მოხდა, მაგალითად.
"დაუმსახურებლებს" თუ გავყვებით, შორს წავალთ ნამეტანი

შუმახერი 1994 (ჩემი პირადი ტკივილი

), ჰემილტონი 2008 (გლოკის გამო არა, მასა რაზეც ახურებს ახლა იმის გამო - მაქსის ცოლისძმამ რომ "ივაჟკაცა"), ბატონის 2009 (დიფუზორების ჩითი), მაქსის 2021 (ნოუ, მაიკი ნოუ), როსბერგსაც არ უფასებენ ჩემპიონობას, მაგრამ მე რომ მკითხო, ისეთ წნეხში მოიგო, ორი ჯილდო უნდა მიეცათ

რავი კიდევ იქნება მილიონი გასახსენებელი - თქვენ მიამატეთ

იმის თქმა მინდა, რომ სულ ტყუილად "აჰეითებენ" ლანდოს - გაუჩნდა შანსი და მოიგო.
შემდეგ წელს თქვენი არ ვიცი და მე ამის ფანი ვიქნები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ოღონდ ნუდებს თუ არ დაყრის

))
P.S. ვილნევს მივამატებდი კიდევ 1997-ში - მანდ შუმახერს ჰილის 94-ის ბუმერანგი დაუბრუნდა

Karma is a bitch!
P.P.S. მაქსმა რასელს რომ ურქინა უაზროდ ესპანეთში, რამდენი ქულა დაკარგა მაშინ? ხომ გამოადგებოდა ბოლოში?
This post has been edited by kwinto on 8 Dec 2025, 22:29