ვისაც გინდა იმას შეადარებ

შენი რა მიდის.
უბრალოდ თანამედროვე პილოტებში ცოტათი შეიცვლა სტილები. ნებისმიერ მათგანს შეუძლიათ სხვადასხვანაირად იარონ აბსოლუტურად ყველანაირ მოსახვევში. ძველად კი სულ სხვანაირი მიდგომა იყო. წლობით და წლობით.. წრე და წრე ტიპები ერთი და იგივე სტილს იტალიბებდნენ და იმას აწვებოდნენ.. გამომდინარე იმ დროინდელი ბოლიდებიდან. უფრო მჩატე და უფრო პატარა.
ნანდო რო ავიღოთ მაგალითად ან ზემოთ ხსენებული შუმახერი.. ორივე კატეგორიულად განსხვავებული სტილით დადიოდნენ. აი უბრალოდ ერთ ბოლიდში ვერანაირად რო ვერ მოხვდებოდნენ.

შუმის აგრესიული ჭარბი მოხვევადობა ქონდა. ყოველთვის თითქმის. ანუ გვიან და ძლიერად ამუხრუჭებდა.. შემდეგ კი შუა მოსახვევში საჭით, მუხრუჭებით და გაზით არეგულირებდნენ ტემპს, რომ შემდეგ ადრევე გაეხსნა გაზი და გამოსვლაზე მაღალი სიჩქარე ქონოდა, თუმცა აქაც გამორჩეული იყო.. ამ სტილის ყველა პილოტს ქონდა საჭის პატარა-პატარა ქორექტირებები შუა ფაზაში.. შუმი კი უფრო მაგრად ატრიალებდა საჭეს, რომ უფრო ადრე დამდგარიყო აჩქარების გზაზე. ეს ძველ ბოლიდებზე და ძველ რეგლამენტზე შესაძლებელი იყო.. პატარა წონის და პატარა ბოლიდების შემთხვევაში. ეხლა იშვიათია ეგეთი სტილის პილოტები. შარლი გავს რატომღაც

მაგასაც ეგ სტილი აქვს.. თუმცა უფრო შეზავებული სხვადასხვა ტიპის სარბოლო ტრასებიდან სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა გვიანი მუხრუჭი, შუა მოსახვევში შედარებით დაბალი ტემპი და შემდეგ უფრო სწრაფი გამოსვლა შარლისაა.
ნანდო კი საერთოდ განსხვავებული იყო. ტიპს აგრესიული არასაკმარისი მოხვევადობა ქონდა და ესეც იმიტომ დახვეწა, რომ მაშინდელი ### მიშლენები, რომლებსაც რასაც ქვია გახურება ჭირდებოდა თორე ისე არ იმუშავებდა.. ამის გამო ტიპს მაქსიმალურად გვიან და ძალიან მკვეთრად ამუხრუჭებდა გვიან აპექსზე.. შემდეგ კი ჭირდებოდა უკანა ღერძი რო სტაბილური ქონოდა.. რადგან გამოსვლაზე სწრაფი ყოფილიყო.. მოკლედ ანტიპოდები იყვნენ.
მაქსი, რასელი თითქმის ერთ სტილში ზიან.. მაგიტომაც რო უყურებ გიკვირს.. ასე პლავნად -გულავად თუ როგორც არის ქართულად

როგორ შედიან მოსახვევებში.. რატო არ უწევთ გამუდმებით საჭის კორექტირება.. გეგონა რომ თავიდანვე არჩეული ქონდათ ტრაექტორია და არ ჭირდებათ ზედმეტი საჭის ტრიალი.. თუმცა მანდ ის მომენტია, რომ ცოტა ადრე ამუხრუჭებენ.. შესაბამისად მუხრუჭის დაწოლის სიძლიერე ნაკლები აქვთ.. შუა მოსახვევში ყველაზე სწრაფები არიან.. და გამოსვლაზეც სწრაფები.. თანაც რასელის შემთხვევაში უფრო დაბალანსირებული წინა მხარე აქვთ.. მაქსის შემთხვევაში, როგორც ადრე დავწერეთ.. გაცილებით ჭარბი მოხვევადობა.. ანუ ამ ორისთვის უკანა მხარის ცოტათი არასტაბილურობა პირიქით კოზირია.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ზღვარი სად გადის ამ სტილებში, არავინ იცის უკვე. ყველა ყველაფერს ერგება. ვინც უკეთ ერგება.. ის იგებს მუდმივად.. ვინც ვერ ერგება და ა.შ ის კი არის შუაში.
ლუისაზე ბევრს ვწერდით 15 წლის წინ აქ. მის სტილზეც

ლუისაც ძველი სკოლის მიმდევარია.. ისინც ძალიან გვიან ამუხრუჭებს.. მისი კოზირია.. გრძნობს ყველაზე გვიან წერტილს.. აი რასაც ქვია გრძNობს.. მისებრ ვერავინ ვერ შვრებოდა მაგას ადრე.. წითლებში არ დავკვირვებივარ რას შვრება და როგორ.. გამომდინარე იქედან რო ამ მუხრუჭებს ვერ შეეგუა ჯერ.. და ძებნის პროცესშია.. მისი პრობლემებიც აქედან მოდის 90 %.
მაგრამ ყველაზე გვიან ამუხრუჭებდა ტიპი და ნანდოსავით, მასაც უკანა მხარე უნდა ქონოდა სტაბილური.. შესაბამისად.. წინ ქონდა არასაკმარისი მოხვევადობა- ანუ ანდერსტირი.. თუმცა ნანდოსავით აგარესიული სტილი არ ქონდა.. უფრო მშვიდად აკეთებდა მოსახვევიშ შუაში საჭის კონტროლს და გაზი-პედლების იუველირული სიზუსტიდ გადიოდა და შემდეგ გამოდიოდა მოსახვევიდან. ერთი შეხედვით იდეალური სტილი აქვს. თუმცა ესეც ვუნდერკინდია და სად როგორ ჭირდებოდა ტრეკს იმას აკეთებდა.. უკვე საკუთარ ნიჭზე და ინტუიციაზე დაყრდნობით.
პიასტრი კი ჩინეთში სულ სხვანაირად დადიოდა მოსახვევებს.. ჯედაში საერთოდ სხვანაირად <3 ეგ არის მაგ ბიჭის უპირატესობა ამ წელს -ლანდოსთან მიმართებაში.
ამასთანავე საბურავებს კარგად იხმარს.. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გვიან და ძლიერად ამუხრუჭებდეს..
მოკლედ ის არის გასაგები, რომ არაფერია ჯერ-ჯერობით გასაგები <3
თუმცა ასეთი ვიდეოების დადება რო დაიწყეს.. ეგ უკვე კარგია

ისე არ გამოვიდეს, რომ გახდეს ბიჭი ჩემპიონი და არავინ არ იცოდეს რის ხარჯზე

გასაგებია რო ლანდოს ეჯმება.. მაგრამ მარტო ლანდოზე არ არის. არანაირად.
This post has been edited by რასტრელი on 26 Apr 2025, 16:04