მეგობრებო, ხუთიოდე წლის უკან აქტიურად ვპოსტავდი მაგიდის ჩოგბურთის თემაში, თუმცა შემდეგ რიგი მიზეზების გამო აქ ვეღარ შემოვდიოდი. ეხლა კი ვნახე, რომ ეს თემა ფაქტიურად განულებულია. არადა მაგიდის ჩოგბურთი სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში. ამიტომ გადავწყვიტე გავხსნა ახალი თემა, რომელიც მიეძღვნება სპორტის ამ ლამაზ სახეობას. აქ დაიდება მასალები როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მიმდინარე ტუნირებზე, მაგიდის ჩოგბურთის ინვენტარის შერჩევაზე, სპორტსმენებზე და ა.შ. იმედია ერთმანეთის დახმარებით გავაკეთებთ ყველასთვის საინტერესო თემას.
დაწერეთ ვის რა გაინტერესებთ და ვეცდები ყველა კითხვას გავცე სათანადო პასუხი.
* * *
დოჰაში დამთავრდა უმაღლესი კატეგორიის ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში. ტურნირის საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი იყო.
ვაჟების ფინალში საკმაოდ მოულოდნელად ტაივანელი ლინ იუნ იუ და კორეელი ჯან ვუჯინი ვიხილეთ. ორივემ ნახევარფინალში მცირე სენსაცია მოახდინა. კორეელმა მსოფლიოს მეორე ჩოგანი ჩინელი ლინ შიდონგი დაამარცხა, ტაივანელმა კი მე-5 ნომერ იაპონელ ტომოკაზუ ჰარიმოტოს მოუგო. ფინალში გამარჯვება ლინ იუნ-იუს დარჩა 4:0.
ქალებში გამარჯვება ჩინეთის მაკაოს წარმომადგენელ ჟუ იულინს ხვდა, რომელმაც ფინალში ასევე ჩინელ ჩენ შინგტონს მოუგო.
* * *
ხვალ განთიადის სპორტდარბაზში (ბაბუციძის 2) გაიმართება გოგონათა უმაღლესი ლიგის მორიგი გათამაშება. ვისაც გაინტერესებთ უძლიერესი გოგონების თამაშების ყურება შეგიძლიათ გვესტუმროთ. დასაწყისი 11 საათზე.
მიმაგრებული სურათი