გაიმართა მოყვარულთა ლიგის მორიგი ასპარეზობა. ცუდი ამინდის მიუხედავად შეჯიბრმა საკმაოდ ბევრი ხალხი მოიზიდა, ამასთან მონაწილეთა უმრავლესობა პირველად ასპარეზობდა ლიგების ტურნირებზე. ტურნირი ტრადიციული სისტემით ჯგუფი + პლეი ოფი წარიმართა. 4 საათიანი დაძაბული თამაშების შემდეგ ჩემპიონის წოდება ზურაბ ნადარეიშვილი-მეძველიამ მოიპოვა, რომლის თამაშიც აშკარად აღემატებოდა მოყვარულთა დონეს და რომელმაც ყველა თავისი თამაში დამაჯერებლად მოიგო. ვერცხლი ბორის ბიბილურს ერგო, რომელმაც მძიმედ დაიწყო ტურნირი, თუმცა შემდეგ ტემპს უმატა, ზედიზედ მოიგო თამაშები და მხოლოდ ფინალში იწვნია მარცხი. ბრინჯაოს მედლისთვის კი ნიკუშა წიკლაურმა და ნიკოლოზ ეგაძემ გამართეს ფიცხელი ბრძოლა, სადაც გამარჯვება ამ უკანასკნელს ერგო. ეს ოთხეული შემდეგ ტურნირში უკვე სტარტინგ-ლიგაში იასპარეზებს.