Tim აჰა შენ f.a.q.-ის მეორე ნაწილი, ბედნიერად მოიხმარე;)
ფორუმის ძირითადი შესაძლებლობების გამოყენება
*შესაძლოა თუ არა ფორუმზე ძებნა?
*შესაძლოა თუ არა წერილების გაგზავნა ფორუმის მომხმარებლებზე?
*რა არის პირადი შეტყობინებები?
*როგორ გამოვიყენოთ წევრთა სია?
*როგორ გამოვიყენოთ კალენდარი?
*რა არის განცხადებები?
*როგორ შევაფასოთ თემები?
*რა არის ცნობები?
1.
შესაძლოა თუ არა ფორუმზე ძებნა? [მოძებნეთ]
თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ფორუმზე თემები შემდეგზე დაყრდნობით: მომხმარებელთა სახელები, სიტყვები (სიტყვებს რომელსაც შეიცავს გზავნილი ან თვით სათაურები), თარიღით და ეს ყველაფერი მითითებულ ფორუმებში. საძებნად დააჭირეთ ბმულს სახელად "ძებნა", რომელიც უმეტეს შემთხვევაში არის გვერდის ზემოთა ნაწილში.
თქვენ შეგიძლიათ ძებნის ფუნქციის გამოყენება ნებისმიერ ფორუმში სადაც გაქვთ ამის უფლება. თქვენ არ გაქვთ ძებნის ფუნქციის გამოყენების უფლება პირად განყოფილებებში თუ ადმინისტრატორს არ აქვს მითითებული ეს უფლება.
2.
შესაძლოა თუ არა წერილების გაგზავნა ფორუმის მომხმარებლებზე?
თუ თქვენ გსურთ წერილის გაგზავნა რომელიმე ფორუმში რეგისტრირებულ მომხმარებელზე, მათი მოძიება შეიძლება მომხმარებელთა სიაში, ან უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს "ელ-ფოსტა"-ს მათ გზავნილებში.
მომხმარებელზე წერილის გასაგზავნად გაიხსნება ახალი გვერდი (ფორმა) სადაც დაწერთ თქვენს წერილს, რის შედეგაც საჭიროა დააჭიროთ გასაგზავნ ღილაკს. გაითვალისწინეთ, რომ ელ-ფოსტა არ იქნება გამოჩენილი ამ პროცესის დროს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ თქვენ ვერ იპოვე ღილაკი "ელ-ფოსტა" ამა თუ იმ მომხმარებელზე ეს ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრატორს აქვს გაუქმებული ეს ფუნქცია ან მომხმარებელს არ სურს მიიღოს წერილები ფორუმიდან.
სხვა საინტერესო, რაც გააჩნია ფორუმიდან წერილის გაგზავნას არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ გაუზაგვნოთ მათთვის საინტერესო დისკუსიის ბმული თქვენ მეგობარს.
რეგისტრირებულ მომხმარებლებმა ერთმანეთთან დასაკავშირებლად შესაძლოა გამოიყენონ პირადი გზავნილები, დამატებითი ინფორმაცია ამ შესაძლებლობის შესახებ იხილეთ აქ.
3.
რა არის პირადი შეტყობინებები?
თუ ადმინისტრატორს აქვს ჩართული პირადი გზავნილების ფუნქცია, მაშინ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ერთმანეთს პირადი გზავნილების მეშვეობით.
პირადი შეტყობინების გაგზავნა
პირადი შეტყობინებები დაახლოებით გამოიყურება როგორც ელ-ფოსტა, მაგრამ მათი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ფორუმზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს. თქვენი შეტყობინება შესაძლოა შეიცავდეს: vB კოდს, სურათებს და სმილაკებს .
თქვენ შეგიძლიათ გააგზავნოთ პირადი შეტყობინებები შემდეგ ბმულზე დაჭერით "პირადი შეტყობინების გაგზავნა" თქვენი კაბინეტიდან, ან უბრალოდ დააჭიროთ ღილაკს PM სასურველი მომხმარებლის გზავნილიდან.
პირადი შეტყობინების გაგზავნის დროს თქვენ გაქვთ საშუალება დაიმახსოვთ შეტყობინებები "გაგზავნილი შეტყობინებების" ფოლდერში.
პირადი შეტყობინების ფოლდერები
წესისამებრ თქვენ გაქვთ ორი ფოლდერი: შემომავალი და გაგზავნილი.
შემომავალი შეტყობინებების ფოლდერიდან თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ და ნახოთ უკვე მიღებული შეტყობინებები. უკვე მიღებული შეტყობინების ნახვა ხდება გამომგზავნელის, სათაურის, მიღების თარიღისა და დროის მიხედვით.
გაგზავნილი შეტყობინებების ფოლდერში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ უკვე გაგზავნილი შეტყობინებები და გამოიყენოთ და გააგზავნოთ იგივე (უკვე გაგზავნილი) შეტყობინების ასლი.
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ დამატებითი ფოლდერები "ფოლდერების რედაქტირება" ბმულის გამოყენებით.
ყველა ფოლდერს გააჩნია შეტყობინებათა საკონტროლო პანელი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ შეტყობინებები და გადაიტანოთ ისინი თქვენთვის სასურველ ფოლდერში ან წაშალოთ. ასევე შესაძლოა იყოს ღილაკი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, გადაუგზავნოთ რამოდენიმე შეტყობინება ერთდროულად სხვა მომხმარებელს.
ასევე საჭიროა დროთა განმავლობაში გაასუფთავოთ თქვენი შეტყობინებების ფოლდერი, რადგან ადმინისტრატორს შესაძლოა ქონდეს მითითებული თქვენი შეტყობინებების რაოდენობის ლიმიტი. თუ თქვენ მიაღწიეთ მითითებულ ლიმიტს, რომელიც მითითებულია ადმინისტრატორის მიერ თქვენ ვეღარ შეძლებთ ახალი შეტყობინებების გაგზავნა/მიღებას, სანამ ძველი შეტყობინებები არ იქნება წაშლილი.
შეტყობინების წაკითხვის დროს თქვენ გაქვთ საშუალება უპასუხოთ ავტორს, ან თუნდაც გადაუგზავოთ სხვას. თქვენ ასევე გაქვთ საშუალება გადაუგზავნოთ შეტყობინება რამოდენიმე მომხმარებელს თქვენი მეგობართა სიიდან.
პირადი შეტყობინების შემოწმება
როდესაც თქვენ გზავნით ახალ შეტყობინებას, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ წაკითხვის დადასტურება. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ შეამოწმოთ თუ თქვენი გაგზავნილი შეტყობინება იქნება წაკითხული.
ეს განყოფილება იყოფა ორ ნაწილად: წაკითხული და წაუკითხავი შეტყობინებები.
წაუკითხავ შეტყობინებებში აღნიშნულია ის შეტყობინებები რომლებიც არ არის წაკითხული ადრესატის მიერ.
წაკითხულ შეტყობინებებში აღნიშნულია ის შეტყობინებები რომლებიც წაკითხულია ადრესატის მიერ. ასევე აქ აღნიშნულია წაკითხვის თარიღი და დრო.
თქვენ ასევე შეგიძლიათ გააუქმოთ შეტყობინებების დადასტურება უკვე აკტივირებულ შეტყობინებაზე [დადასტურების გაუქმება] ღილაკზე დაჭერით.
თქვენ ასევე მიღებულ შეტყობინებაზე შეგიძლიათ გააუქმოთ წაკითხვის დასტური. ამისათვის უბრალოდ საჭიროა დააჭიროთ ბმულს სათაურის გვერდზე [დასტურის გაუქმება].
4.
როგორ გამოვიყენოთ წევრთა სია?
წევრთა სია შეიცავს მთლიან სიას ფორუმზე რეგისტრირებული მომხმარებლებისა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ მათი სია ალფავიტის მიხედვით, დარეგისტრიღების მიხედვით, და ასევე შესაძლებელია მათი სიის ნახვა მათ გზავნილების რაოდენობათა მიხედით.
წევრთა სიას ასევე გააჩნია ძებნის ფუქნცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ მარტივად და სწრაფად მოძებნოთ სასურველი მომხმარებელი, მათი ძიება ხდება კატეგორიების მიხედვით.
Added by Hacker on 21st Nov 2002 11:16:5.
როგორ გამოვიყენოთ კალენდარი?
კალენდარში არსებობს სამი აღნიშვნები: საზოგადოებრივი, პირადული და დაბადების დღეები.
საზოგადოებრივი - ეს არის კატეგორია რომელსაც აღნიშნავს ადმინისტრატორი ან მოდერატორი, და რომელიც აღინიშნება ყველა მომხმარებელთან. შესაძლოა ადმინისტრატორს ქონდეს გააქტიურებული ფუნქცია რომელიც საშუალებას მისცემს უბრალო რეგისტრირებულ მომხმარებლებს აღნიშნოს საზოგადოებრივად, მაგრამ ეს ფუნქცია უმეტეს შემთხვევაში გაუქმებულია.
პირადული - ამ კატეგორიაში აღნიშნავს ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებელი, და ეს ანაღნიშნი ჩანს მხოლოდ იმ მომხმარებელთან რომელმაც აღნიშნა. პირადი კალენდარი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ეს კალენდარი, როგორც ყოველდღიური ონლაინ კალენდარი. თუ თქვენ ხართ რეგისტრირებული მომხმარებელი თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ ახალი აღნიშვნა აქედან.
დაბადების დღეები აღინიშნება იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრატორს აქვს დაშვებული ეს ფუნქცია. თქვენი დაბადების დღე ავტომატურად იქნება ნაჩვენები კალენდარზე, იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ მითითებული თქვენი დაბადების თარიღი თქვენს პროფილში.
გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ არ მიუთითებთ თქვენ დაბადების წელს პროფილში, მაშინ თქვენი ასაკი არ გამოჩნდება კალენდარზე.
თუ თქვენ მიუთითებთ თქვენს დაბადების დღეს, თქვენს დაბადების დღეზე თქვენი სახელი გამოჩნდება ფორუმის მთავარ გვერდზე.
6.
რა არის განცხადებები?
განცხადებები არის სპეციალური გზავნილები რომლის ავცტორიც არის ადმინისტრატორი ან მოდერატორი. განცხადებები გათვალისწინებულია რაიმე შემთხვევის ადვილად გასაცნობად მომხმარებლებზე. თუ თქვენ გსურთ განიხილოთ ან გამოეხმაუროთ განცხადებებს საჭიროა გახსნათ ახალი თემა შესაბამის ფორუმში, ვინაიდან განცხადებებზე გამოხმაურება არ არის შესაძლებელი.
7.
როგორ შევაფასოთ თემები?
გვერდის ბოლოში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ პატარა მენიუ, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ თემა 1-დან 5-ქულამდე.
თქვენი შეფასება არის კონფიდენციალური. თუ თქვენ თვლით რომ შემა არის საუკეთესო შესაფასეთ ის 5 ქულით და ასე უკუმიმდევრობით.
8.
რა არის ცნობა?
თუ ადმინისტრატორს აქვს დაშვებული ეს ფუნქცია, მაშინ თითოუელ დაპატიჟებულ მომხმარებელზე თქვენ იქნებით პრივილეგირებული.
თქვენ გაქვთ თქვენი ცნობა ლინკის სახით თბილისის ფორუმიდან, რომელიც გამოიუყურება ასე:
http://forum.ge/index.php?referrerid=158
თითოეულ ახალ დარეგისტრირებულ მომხმარებელზე თქვენ ხდებით უფრო პრივილეგირებული.