წკაპო აბა ის რა შეცდომა ეწერა, ჩემი აპლიკაციის? თუ აპლეტის?
არის 2 ტექნოლოგია
1)აპლეტი - რომელიც ეშვება ბროუზერით, სამწუხაროდ ჩემი აპლეტი მუშაობს მარტო MS IE-ზე რადგან სხვა ბროუზერებს პრობლემა აქვთ უნიკოდის ქართულ ნაწილთან (როდის მოგვარდება ეს პრობლემა არ ვიცი

)
2) აპლიკაცია - exe პროგარამა რომელიც ეშვება ოპერაციული სისტემის ჯავა მანქანით, ის ჯავა მანქანა რაც ვინდოუსს მოყვება (W98,ME/NT4/W2000/W XP) უპრობლემოდ უშვებს ამ აპლიკაციას და თუ შენთან არ ეშვება ეს ნიშნავს რომ დააინსტალირე ისეთი რაღაც რამაც გააფუჭა ან ჩაანაცვლა სტანდარტული სისტემური ჯავა მანქანა (მაგალითად რაიმე ფირმის ჯავა დეველოპერი ან მსგავსი რამ). აქედან გამოსავალი ასეთია, უნდა აღადგინო ჯავა მანქანა (თუ იცი რამ გააფუჭა ამოაინსტალირე) ან უბრალოდ თავიდან გადაიწერე ჯავა მანქანა (1 exe ფაილია)