ნუ გავიწყდებათ რომ ტერმინებთან დაკავშირებით ყოველთვის არის 2 პრობლემა - თავად ტერმინის ქართული შესატყვისი როგორც ქართული სიტყვა და უცხოური სიტყვის/სიმბოლოს/აბრევიატურის ქართული გახმოვანება, ეს სულ სხვადასხვა პრობლემებია და ამათი არევა ერთმანეთში არ შეიძლება. ანუ მაგ.: დავუშვათ ვთარგმნით ტერმინს CPU - არის რამდენიმე შესაძლო მიდგომა
1) პროცესორი, ამ დროს აბრევიატურას აღარ ვიყენებთ საერთოდ;
2) აბრევიატურის შესაბამისი სიტყვების თარგმნა და მათი ქართულ აბრევიატურად გადაქცევა - ცენტრალური პროცესორული ნაწილი (ან რაღაც მისთანა არა აქვს მნიშვნეობა) = ცეპრონა (ეს მეთოდი ენათმეცნიერებმა მოგვაწოდეს - ანუ აბრევიატურის მისაღებად სიტვებიდან პირველი მარცვლების ამოღება ხდება, თუმცა ხშირად კურიოზული სიტყვა გამოდის

)
3) ინგლისური აბრევიატურს ქართულად გახმოვანება - სიპიუ ან სიპიიუ;
4) ლათინურად გახმოვანება - ცეპეუ;
რაც შეეხება ლათინური ან ინგლისური აბრევიატურის გახოვანებას, ეს იმდენად ჩვენი (კომპიუტერშიკების) პრობლემა არაა რამდენადაც ენათმეცნიერების, როგორც უნდა ისე ახმოვანონ, მთავარია რომ ტექსტში , მენიუში და ა.შ. დაიწრება CPU ქართულ ტექსტთან ერთად.
რაც შეეხება დანარჩენ ვარიანტებს აქ რა თქმა უნდა სამსჯელოა.
მოკლედ რატომ ვიბაზრე ამდენი - ტექსტში იხმარება სიმბოლო @, ხოლო როგორ გახმოვანდება იგი ეს არაა ტექნიკური პრობლემა ეს არის ენათმეცნიებრების გადასაწყვეტი და როგორც წესი ეს არაა დოგმატიკის სფერო, შესაძლოა რამდენიმე ვარიანტის არსებობა.