ძირითადი ტექსტური ნაწილი ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის შრიფტია, როგორც ვხედავ
აქაც ენციკლოპედიის სკანირებული გვერდის ფრაგმენტია,
კერნინგების არარსებობაც ლინოტიპური წყობისათვისაა დამახასიათებელი
შრიფტს მაშინდელ ლითონურ (ჰარტი - ლინოტიპზე) ვარიანტს ერქვა "ენციკლოპედიური" ხან "ენციკლოპედიისა."
ავტორია ანტონ დუმბაძე (1933 7 იანვარი - 1998 24 ნოემბერი)- Link
http://bpg.sytes.net/bpgfonts/dumbadze_im_memoriam.htmშრიფტის კომპიუტერული ვარიანტი არსებობს რუსულ და სავარაუდოდ SP (საქართველოს პარლამენტი) განლაგებით. მე ვაპირებ (ოდესმე) მის გადაწყობას უნიკოდ და ინგლისურ განლაგებაზე, როგორც მახსოვს, კონტური გასასუფთავებელი იყო, კერნინგიც არ ქონდა, ვფიქრობ ანტონმა ამ შრიფტის დამუშავება კომპიუტერულ ასისტენტთან ერთად ვეღარ მოასწრო – 1998 წლითაა დათარიღებული ის ვარიანტი რომელიც მე მაქვს არქივში...
ამ შრიფტს ნაწოლობრივ ეხება,და თუ არ დაგეზარებათ, წაიკითხეთ ქვემოთ დართული ბმულით ტექსტი –
რადიო "თავისუფლების" ინტერვიუ ანტონ დუმბაძის ვაჟთან, (2003 წ)
"რა ბედი ეწია ქართული შრიფტის ლაბორატორიას "
რადიო "თავისუფლება"
http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1525728.html oto_terabyte
გჭირდებათ ეს შრიფტი?
და რისთვის ?
[B]