#1632765 · 16 Jul 2005, 13:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | margin ქართულად არის "არე" და არა მინდორი როგორც ჩვენმა ლინგვისტებმა რუსულიდან გადმოთარგმნეს
|
მე რამდენადაც მახსოვს ეგ ტიპოგრაფიული ტერმინია და ითარგმნება როგორც ”მინდორი”. თუ სწორად მახსოვს, მაშინ არსებული ტერმინის (ტიპოგრაფიულის) შეცვლა არ შეიძლება. გარდა ამისა მე ჩემი სკოლიდან მახსოვს რომ მეუბნებოდნენ ”ეს მინდორიაო”. არე არასდროს არ უთქვამთ  QUOTE | online ეს ისეთი სიტყვაა რომ ერთი სიტყვით თუ არ ითარგმან ხსირად ჩაგვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. მე გთავაზობთ ასე "ხაზზევარ" მაგალითად "ხაზზევარ რეჟიმი" "ხაზზევარ მომსახურება". და ასე შემდეგ. ვისაც უჩვეულოდ მოეჩვენება უკეთესი ვერსია დადოს.
|
ვერსიები ისედაც დევს. ნახე. მე ჩემი ვარიანტი უფრო მომწონს ”კავშირჩართული”  ცხადია, კამათი საჭიროა. ტერმინი კი მართლაც საზიზღარია  QUOTE | access მე მგონი ჯობია იყოს "ნებართვა"
|
არა, არანაირად. შენ კონტექსტი არასწორად გახსოვს. მაგალითად, ”Do users have access to their information collected by the Web site?”, ”ნებართვას” ვერანაირად ვერ ჩასვამ. ”ნებართვა” შეიძლება მხოლოდ იმ იშვიათ შემთხვევაში (და ისიც ჩემი აზრით დაუშვებელია), როგორიცაა, მაგალითად ”access rights”
QUOTE | box უნდა ითარგმნოს როგორც "დაფა" ის ბოქს ყუთს ნიშნავს ინგლისურად . რუსებმა მოიფიქრეს და თარგმნეს როგორ ფანჯარა. ნუ, თავიანთ ენას შეუსაბამეს. და ჩვენმა "ლინგვისტებმა" კიდე რუსულიდან თარგმნეს და ვაი მაგათ....
|
მოდი თავი შევიკავოთ. მით უმეტეს რომ მართალი არ ხარ არანაირად! გეტყობა ugt საიტზე ცალი თვალით იყურებოდი.  box რამდენიმე თარგმანი უწერია. ესენია ”ყუთი; სარკმელი”. იქვე წერია ის კონტექსტი, რომელშიც საჭიროა თარგმნა. კერძოთ ”Noun. 1. Container for a piece of electronic equipment. 2. The boundary around a graphic image on screen. - Office - GEN/UI - 0 -”. ”ყუთი” ეკუთვნის პირველ კონტექსტს, ”სარკმელი” მეორეს. თუმცა ”სარკმელი” კიდევ ერთი კონტექსტიდან გამოვიდა. მაგალითად, Message Box. Message Box, ჩემი აზრით უფრო კარგათ შეესაბამება ”შეტყობინების სარკმელი”, ვიდრე ”შეტყობინების დაფა”. ”დაფა” ცუდი არ არის მე-2 კონტექსტისათვის. შეიძლება ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილოს, მაგრამ მგონი ”ვაი მაგათ პატრონს” არ დაგვიმსახურებია. მოკლედ შენ ციკლოპა უნდა დაგარქვა. ან ნახევარქათამა. საიტს რატო არ ნახულობ? call -- Noun. A telephone call. Verb. To call someone. - Both - GEN/UI - 0 -- ზარი,დარეკვა რა არ მოგწონს? კონტექსტს შეხედე და მერე თქვი
QUOTE | drag and drop ო, ეს ძაან მაგრად არის ნათარგმნი. როგორ უნდა ასწავლოს მასწავლებელმა ბავშვებს აიღე ახლა ეს ფაილი გადაათრიე და გადააგდეო/ კიდევ ერთი ვაი მთარგმნელებს. მე მგონი ჯობია "წაღება და დადება" |
”გადაათრიე და დააგდეო”. გეთანხმები რომ ცოტა უხეშად ჟღერს. ”გადათრევა” არის drag-ის პირდაპირი თარგმანი. იყო ვარიანტები ”გადაჩოჩება”, ”გადატანა”. უმეტესობამ ”გადათრევა” ამჯობინა. ”წაღება და დადება”, ჩემი აზრით ცუდი არ არის. მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ არსებობს კიდევ ტერმინი ”drag”. მაგას ”წაღებად” თარგმნი? მე პირადად ”გადაჩოჩება” მირჩევნია. მოკლედ, ”ვაი მაგათ პატრონს” და ”ეგ არაპროფესიონალების” ძახილს მონაწილეობის მიღება სჯობს. (ცნობისათვის, კარგი პატრონიც მყავს და პროფესიონალობით არავის ჩამოუვარდები  ) * * * QUOTE | ეს რაც "კვირის, პალიტრაში" ეწერა რამდენიმე ტერმინი და ძალიან გული დამწყდა რა არის კაცო, რუსულიდან თარგმნიან ვინდოუსს. და ამაში კიდე სახელმწიფო მაგათ ფულს უხდის.
|
აუფ, ეს ახლა შევამჩნიე. ვინ თარგმნის რუსულიდან? ვინ გითხრა ეს? თუ ტერმინები ერთმანეთს დაემთხვა ე.ი. რუსულიდან ვთარგმნით, ხომ? ეს, ძამია, ტყუილია და ვინც მაგას ამბობს მატყუარაა. სახელმწიფო ვის უხდის ფულს? ეგ საუიდან აიღე. საერთოდ ვინმე ფულს იღებს? ჯერ გაერკვიე! ჭორებს ნუ აყვები და მერე ისაუბრე. კაცის დასვრა ადვილია. რად გინდა, თორე კი
--------------------
კომპიუტერი ადამიანი არ არის, ამიტომ შეცდომებს უშვებს ხოლმე
|