საბუნიაგაუმარჯოს. ამჟამად სიტუაცია ასეთია:
როგორც იცი, შეხვედრა შედგა და დაინტერესებულმა პირებმა მონაწილეობა მიიღეს. შევთანხმდით, რომ პირელ ეტაპზე გაქვეყნებთ და ვაქართულებთ ტერმინოლოგიას, რომელსაც ავტომატურად გამოიყენებს სათარგმნი ხელსაწყოები. ამის შემდეგ გადავდივართ მეორე ეტაპზე და ვიწყებთ რეალური მოდულების თარგმნას.
შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე შევქმენი
http://www.gakartuleba.orgგვერდზე ჩამოწერილია რამდენიმე გაქართულების პროექტი და მასთან დაკავშრიებული ინფორმაცია.
რამდენიმე დღეა უკვე ამავე გვერდზე გამოვაქვეყნე ტერმინოლოგიის ორი პაკეტი. პირველი დაგვეხმარება გრაფიკული მენეჯერების ლოკალიზებაში, ხოლო მეორე სია შეიცავს საოფისე პროგრამებში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს.
დავასრულე და გვერდზე ავამოქმედე ტერმინებზე სამუშაო მოდული, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავრეგისტრირდეთ და გამოვაქვეყნოთ ტერმინის ჩვენეული ქართული შესატყვისი, ასევე დავწეროთ შენიშვნები სხვა თარგმანებთან დაკავშირებით.
იმედი მაქვს, ტერმინებზე მალე შევთანხმდებით და ამის შემდეგ მე შევქმნი ტერმინთა ბაზას, რომელსაც გამოიყენებს ყველა სათარგმნი პროგრამები და იმ ხალხს, ვინც რომელიმე გაქართულების პროექტში მიიღებს მონაწილეობას, პროგრამა ავტომატურად უთარგმნის აღნიშნულ ტერმინებს, რაც ძალიან გააადვილებს სამუშოს, დროში დააჩქარებს ლოკალიზებას და შესაძლებლობას მოგვცემს გამოვიყენოთ ერთიანი ტერმინოლოგია.
მგონი, არც თუ ისე დომხალია

ვისაც რომელიმე პროექტში ან ტერმინოლოგიის გაქართულებაში მონაწილეობის მიღება სურს, სასურველია გაწევრიანდეს საიტის მეილინგ ლისტში. მითითებები აქ არის გამოქვეყნებული
http://aiet.qartuli.net/join_en.php