_OTO_FTP კარგია მაგრამ მარტო ეგ არ შველის საქმეს, ისე აიეტს ააქვს ჰოსტინგი, ჯერ საიტის მხოლოდ მუშა ვერსია არსებობს.
ამას გარდა მე მქონდა გაკეთებული აპლიკაცია (
ნახე აქ ,
ან აქ ), მაგრამ მუშაობს მხოლოდ Windows პლატფორმაზე. კარგი იქნება რღაც ანალოგური თუ ლინუქსისთვის გაკეთდება.
ვისაც არ უნდახავს, მოკლედ ავუხსნი რას აკეთებდა ეს სისტემა
1) მომხმარებელთა სისტემა წვდომის სხვადასხვა უფლებებით;
2) ტერმინების ბაზა მათი განმარტებებით, ტერმინის ძებნის და ნავიგაციის ფუნქციით;
3) თითოეულ ტერმინზე თარგმნის სხვადასხვა ვერსიების შეყვანის და მათი შესაძლებლობა, ასევე კომენტირება;
4) შეფასებების მიხედვით თარგმანთა რეიტინგის განსაზღვრა და შეთანხმებული და შეუთანხმებელი ანუ პრობლემური ტერმინების გამოვლინება;
5) Offliene სინქრონიზაცია (ღილაკის ერთი დაჭერით ხდებოდა კლიენტის მხარეზე ნამუშევრის სერვერზე გადაწერა და სერვერიდან სიახლეთა გადმოწერა, სინქრონიზაციის შემდეგ კლიენტს შეეძლო ცალკე ინახა მხოლოდ ის ტერმინები რომლებზეც მოხდა ცვლილებები წინა სინქრონიზაციის შემდეგ)
6) უკიდურეს შემთხვევაში თუ მომხმარებელს არ გააჩნია ინტერნეტი მას ეძლევა საშუალება მოახდინოს ნამუშევრის ექსპორტი ფაილში და ეს ფაილი გადასცეს ჯგუფის სხვა წევრს, რომელიც მოახდენს მათ სინქრონიზაციას (სერვეზე გადაგზავნას)
ამას გარდა მინდოდა შემდეგი ფუნქციების დმატება რისთვისაც ჯერ ვერ მოვიცალე
1) სურათების მიმაგრების საშუალება;
2) სერვერის მხარის სკრიპტი ტერმინების საიტის ავტომატური ჩვენებისათვის (სევერზე ტერმინები ინახებიან ბაზაში და საჭიროა მათი ნახვის საშუალება იყოს უშუალოდ HTML ფორმატში)
3) ფრაზების თარგმნის ინსტრუმნენტი სადაც შევა არა უბრალოდ ტექსტები არამედ სიტყები რომელტა უკან მათი ID იდგება.
This post has been edited by Kakha on 20 Feb 2005, 21:01