sti228მარცხენა ავტომატურად ფორმირდება როცა ერთზე მეტი თავია სტატიაში.
თავის სათაური გამოიყოფა ორი წყვილი ტოლობის ნიშნით გვერდებიდან, მაგალითად == Background == (რაც შენს სურათზეა)
მესამე წყვილს თუ დავამატებთ გამოვა ქვეთავი, მაგალითად === ქვეთავის სახელი ===
და ა.შ.
მარჯვენას ქვია ინფოდაფა. ეგენი ხელით დაწერილი (html) „შაბლონებია“, რომელიც ასევე ხელით ივსება და ჩაისმევა სტატიის ტექსტის წინ.
ინფოდაფები დაყოფილია თემების მიხედვით. იმისთვის რომ იპოვო საჭირო ინფოდაფა, საძიებო ველში აკრიფე „კატეგორია: ინფოდაფები“ (ბრჭყალების გარეშე რა თქმა უნდა), რომელიც მიგიყვანს
ამ გვერდამდე . აქ უკვე შესაბამისი მიმართულების საკითხს დააჭერ და გაიხსნება ინფოდაფების ჩამონათვალი.
ქართულ ვიკიში მაგალითად ისტორიის კატეგორიაში 4 ინფოდაფაა (ჯერჯერობით)
ინფოდაფა აჯანყება
ინფოდაფა ისტორიული მოვლენა
ინფოდაფა სამხედრო ოპერაცია
ინფოდაფა სამხედრო კონფლიქტი
ვთქვათ გავხსნათ „ინფოდაფა სამხედრო ოპერაცია“. აქ ვხვდება მზა „ცხრილი“ რომელიც უნდა დავაკოპიროთ უბრალოდ, ჩავსვათ სტატიის წინ და შევავსოთ შესაბამისი მნიშვნელობებით. მაგალითად
დაკოპირებული ინფოდაფა ასეთია
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
{{ინფოდაფა სამხედრო ოპერაცია
|სახელი=
|ნაწილი=
|სურათი=
|სათაური=
|scope=
|ტიპი=
|მდებარეობა=
|კორდინატები=
|დაიგეგმა=
|დაგეგმა=
|Objective=
|მიზანი=
|თარიღი=
|დაიწყო=
|დასრულდა=
|განახორციელა=
|შედეგი=
|დანაკარგები=
|დახოცილები=
|დაჭრილები=
}}
შევსება კი მაგალითად ასე ხდება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
{{ინფოდაფა სამხედრო ოპერაცია
|სახელი= ფალუჯას ბრძოლა
|ნაწილი= ერაყის ომი
|სურათი= simplePhoto.jpg|300პქ
|სათაური= simplePhoto-ს აღწერა
|scope=
|ტიპი=
|მდებარეობა=ფალუჯა, ერაყი
|კორდინატები=
|დაიგეგმა=
|დაგეგმა= დამგეგმავების სახელები
|Objective=
|მიზანი= ფალუჯის აღება
|თარიღი=
|დაიწყო=
|დასრულდა=
|განახორციელა=
|შედეგი=
|დანაკარგები=
|დახოცილები=
|დაჭრილები=
}}
თუ ვერ ნახავ საჭირო ინფოდაფას შეგიძლია მოითხოვო
ადგილობრივ ფორუმზე ან თუ html-ი ცოტა იცი, შეგიძლია თვითონაც დაწერო შაბლონი.
ასევე ინფოდაფაზე ინფორმაცია შეგიძლია წაიკითხო აქ,
ინგლისურენოვან აღწერაში.
თუ რამეს ვერ გაიგებ, ან აქ ან იქ იკითხე არ მოგერიდოს