ჭიპაარა, ძირითადად სოფლეი ჩამოთრეულები

კი თბილისელები არიან. შენ წარმოიდგინე

მეც ვარ მათ შორის.
რადგან აიჩემეთ ხატულა და მალსახმობი, შევეცდები განვმარტო სიტუაცია.
პირველრიგში, ნებისმიერი ტერმინი შეიძლება შეიცვალოს (ჯერ-ჯერობით). მაგრამ შეცვლას არგუმენტაცია ხომ უნდა. ხომ უნდა განმარტო რატო სჯობს, მაგალითად ნიშნაკი ხატულას.
მე შემიძლია ვთაქვა რატო სჯობს ხატულა. ჯერ-ერთი ხატულა არის თანამედროვე სიტყვა. ეს არ არის მკვვდარი სიტყვა, როგორც
Balrog-ს გონია. განმარტებითი ლექსიკონი ან ორთოგრაფიული ლექსიკონი ნახეთ. ნიშნაკი არ ვარგა (ჩემს მოსაზრებას გეუბნებით), რადგან "ნიშანი" ძალიან ბევრი აზრის და ცნების შემცველია. ამიტომ გაჩნდებოდა ცნებების აღრევა. ამასთან თუ პირდაპირი თარგმანი იცით, icon-ი არის "ხატი", მაგრამ "ხატიც" არ ვარგა. მართლმადიდებლურ საქართველოში "ხატს" სულ სხვა დატვირთვა აქვს. მე პირადად "ხატულას" საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ვხედავ, გარდა "არ მომწონს", "არ ვარგა"-სი.
"მალსახმობი" არის ხელოვნური სიტყვა. მოიგონა ფორუმელმა "წკაპომ" ("წკაპომ"-ს ნაირი ქართულის მცოდნე მე ამ ფორუმზე არ მეგულება), მაგრამ ამ სიტყვამ ძალიან კარგათ ასახა "shortcut"-ი. მე არ მიკვირს რომ მოწინააღმდეგები არიან, მე ის მიკვირს რომ თავის ვარიანტებს არ თავაზობთ. როგორ უნდა ითარგმნოს "shortcut"-ი? ვარიანტები არის?
კახამ გითხრათ თვითონ სცადეთ ერთი ორი თარგმანი და მერე ისაუბრეთო. იმიტომ კი არ თქვა რომ ვინმე გამადლით. არა. უბრალოთ სანამ არ ცდი, ობიექტურად ვერ შეაფასებ.
ნებისმიერ შემთხვევაში "დესკტოპის შორტკატ"-ზე საშინელი არ არის "სამუშაო მაგიდის მალსახმობი". რატომ? იმიტომ რომ მეორე თარგმანია და ქართული, პირველი კი სლენგია.
დაახლოებით იგივე გამოდის რაც "რა პრატივნი როჟა აქვს ამ ტაქსისი შოფერს"
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტერმინებზე მონოპოლია არავის არ გამოუცხადებია. თქვენც სინჯეთ.
ამ თემაში ნალაპარაკები კი კრიტიკასაც არ გავს. უბრალოდ "არ მომწონს" და მორჩა.