ტაკ, ვწერ ზღვისპირა ურეკიდან, ეს ესაა ლოკალიზატორთა საკონცენტრაციო ბანაკში გაჩნდა ინტერნეტი და მომეცა საშულება დამეწერა ჩვენი თავგადასავლების შესახებ

დღე პირველი:
ჩავედით დაღლილები და მოხარშულები, არც კომპები გვინდოდა არც გაქართულება და არც არაფერი. ვიჭყუმპალავეთ, ვჭამეთ და ხმამაღალი მუსიკის თანხლებით დავიძინეთ. მე და ანტიგონე ერთ ოთახში მოვხვდით.
დღე მეორე:
დილით მე, ანტიგონე, ნორვეი ფანი, საბუნია და გიომაკი გავედით ზღვაში
გაირკვა რომ გიომაკი საერთოდ პირველად ცხოვრებაში მოხვდა ზღვაში, ანტიგონეს გარდა არავინ ცურვა არ ვიცით

ანტიგონემ დაგვამშვიდა რომ რამე რომ მოგივიდეთო ვერ გადაგარჩენთო და გასცურა

ჩვენ დავრჩით "ლაგუშატნიკში" საბუნია ჩიოდა რა ბავშვებივით ვჭყუმპალაობთო

ნორვეი ფანმა დაგვშოკა თავისი ტელეფონის ზუმერებით, რეკვის დროს ვიღაცის მწარე ორგაზმის ხმები ისმის ხოლო სმს როცა მოსდის, ნაზი ქალი ამბობს "მესიჯი მოგივიდა შე ყვ**ერ**ო", ჰო და ვზივართ ესე იგი ლუქსში გამქართულებლები, ძალიან სერიოზული სიფათებით სერიოზულად განვიხილავთ ტერმინოლოგიას და ამ დროს ნორვეის მოუვიდა მესიჯი

კაი 5 წუთი ვერ ვაგრძელებდით მუშაობას

მე, ანტიგონე, საბუნია და ნორვეი ფანი დავსახლდით ლუქსში, კომპიუტერებთან ახლოს, ლუქსში 2 საძინებელია და კონდიციონერი, ასე რომ ვნებივრობთ. საჭმელს არა უშავს, საბჭოთა სასადილოს პონტშია, როგორღაც ვუძლებთ.
წუხელ აწვიმდა, დღეს ბანძი ამინდია ასე რომ მთლი დღე ვზივართ აქტიურად ვაქართულებთ კდე-ს
აი ასე იმედია დანარჩენები მიამატებენ თავის შთაბეჭდილებებს

ისე კი ფორუმელებთან კარგ დროს ვატარებ