NorwayFunმე არა ვარ მოდერატორი.
თავის დროზე მე ხელი მოვკიდე ამ საქმეს იმიტომ რომ ვიღაცის ნაფარჩაგალი ნათარგნის გაგზავნას აპირებდნენ მაიკროსოფტში, უბრალოდ გული გამისკდა რომ ვნახე.
დღემდე სამწუხაროთ ვერცერთი პროფესიონალური ნათარგმნი მე ვერ ვნახე, თარგმნიან ან უბრალოდ IT-შნიკები თავისი "წიკებით" ან ენათმეცნიერები ისინიც თავისი "წიკებით".
ჩვენი ჯგუფი იყო მცდელობა გაერთიანება ამ ორი წიკიანი ხალხისა რომ ეს წიკები მინიმუმადე დაგვეყვანა, ნაწილობრივ გამოვიდა, ნაწილობრივ არა.
გამოცდილი ადამიანი მიხვდება რომ ეს არაა ადვილი საქმე, ისეთი რომ შემოვარდე აქ, გადაავლო თვალი ტერმინებს ფუ-ფუ იძახო და გაიქცე.
მე იმედი მაქვს რომ ამ საქმეს ვინც მოკიდებს ხელს, ყველა სერიოზულად მოპყრობა ყველა პრობლემას და არა ტრულაილურად (ტრულალასთან არანაერი პრეტენზია არამაქვს

პირიქით ერთ-ერთი გამოცდილი მთარგმნელია როგორც მე ვიცი).
სხვების არ ვიცი მარა მე სერიოზულობა ვერ დავინახე ამ წამოწყებაში, ამაზე მწყდება გული, მეტი არაფერი. თორე მე ვინა ვარ რომ ვინმეს ჭკუა ვასწავლო ან რამე ავუკრძალო ან რამის უფლება მივცე, მითუმეტეს რამის ლაპარაკი ავუკრძალო.
ეს განყოფიელბა კიდე ცალკე თემაა, აქ ბევრი შემოდის ბევრს რაღაც არ მოსწონს, ბევრი ხმას არ იღებს, ზოგიც ყვირის, ზოგი ჩუმად აპროტესტებს რაღაცას, ერთი ერთს ამბობს მეორე მეორეს, ვიღაც ყოველთვის უკმაყოფილოა ასე რომ პატივი ეცით იმ ხალხს ვისაც სურვილი აქვს რომ ამ განყოფილებამ სარგებლობა მოგიტანოთ გართობის გარდა.