საკმაოდ დეტალური დათვალიერებითა და ტესტირებით...
1.
ფონტების სახელები/დასახელება -- მაგ.: Academic, AcadMtavr, AcadNusx და ასე შემდეგ არ არის გამართულ-გამართლებული.
მაგალითად -- მაგ ფონტს/შრიფტს ჰქვია „
აკადემიური“, არის სასტამბო შრიფტის დიგიტალიზებული ასლი/კლონი, პირველი დიგიტალიზება და საკმაოდ ხარისხიანი გაუკეთეს იმნაიშვილებმა. ამ ფონტის ყველა სხვა ასლი არის იმნაიშვილების ნამუშევრიდან აღებული (მოპარული) და გადაწყობილ-გადმოწყობილი ქვეკლონები.
„
აკადემიური“ გააჩნია მხედრული და მთავრული და არსებობს - ჩვეულებრივი სიმუქისა და მუქი (bold). თუ არ ვცდები იმნაიშვილებმა გაუკეთეს დახრილიც (italic) კომპიუტერულ ვერსიას (ანუ სასტამბო ვერსიაში არ არსებობდა).
თქვენთან წარმოდგენილი ასლებიდან: Academic შეიცავს მთავრულსაც და მხედრულსაც.
= ჩვენი აზრით უნდა წარმოდგენილი ფონტის/შრიფტის ორიგინალური სახელი, შემდეგ მისი სახეობები -- მთავრული, მხედრული; შემდეგ -- ნორმალური, მუქი ან იტალიკი.
2. ფონტი რომელიც წარმოდგენილია როგორც „AGancxad“ -- არის „ჩვეულებრივი“.
3. ფონტი რომელიც წარმოდგენილია როგორც „AGogeb“ -- არის ერთ ერთი უძველესი შრიფტი „გოგებაშვილი“ და მისი ავტორი მგონი უცნობია (ყოველ შემთხვევაში არაა არც თემურ მდინარაძე და არც იმნაიშვილები, რომლებიც ამავე ფონტის სხვა სახელით წარმოდგენილ ასლზეა მიწერილი).
4. ფონტი რომელიც წარმოდგენილია როგორც „Adumbadzel“ არის „დუმბაძე“ და მისი ავტორია აწგარდაცვლილი (1998 24 ნოემბერს მანქანა დაეჯახა) ქართული შრიფტების დიდოსტატი ბატონი
ანტონ დუმბაძე:
http://www.geocities.com/bpgfonts/dumbadze_im_memoriam.htmეს ფონტი თქვენს ნუსხებში ძალზე ბევრგან და ბევრი განსხვავებული სახელითაა მიმობნეული. ზოგან მის ავტორად მითითებულია მაგ. გია შერვაშიძე -- რომელმაც ეს და რამდენიმე სხვა ფონტი (თუ არ ვცდები იმნაიშვილების დიგიტალიზებული დედნიდან უნიკოდზე დააწყო -- სხვაგანაც, რამდენიმეჯერ შერვაშიძე ან Soma Press-ია მითითებული სხვისი ფონტების ავტორად). იგივე დუმბაძის სხვა შრიფტებზეც... დუმბაძის შრიფტების „კოლხეთის“, „ლიტერატურულის“, „დუმბაძე“ დიგიტალიზებული ვერსიების ლეგალური მესაკუთრე არის ParaType LTD (დუმბაძე ბოლოს მათთან მუშაობდა):
http://www.paratype.ru/shop/default.asp?coding=175. ფონტი რომელიც წარმოდგენილია როგორც „DlgGeo“ არის „ლორთქიფანიძე“ და მისი ავტორი არის
ლორთქიფანიძე. ამ ფონტის პირველი დიგიტალიზებული კლონი თუ არ ვცდები გააკეთა ბპგ-მ:
http://www.geocities.com/bpgfonts/bpg_replica_fonts.htmიგივეა AParisuli-ზე (ავტორად მითითებულია ალექსანდრე მედვედევი)
http://www.geocities.com/bpgfonts/bpg_replica_fonts.htmსაერთოდ -- ლორთქიფანიძე, პარიზული, „ბპგ უცნობი“ ერთი ავტორისა ჩანს და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ჩამოისხა პარიზში.
7. მთელი რიგი ფონტების სახელები წარმოდგენილია „დაფასოების“ მიხედვით, მაგ.: Geo_Dumbadze და სხვა ასეთი
Geo_ ფონტები
http://fonts.ge/?load=search&keyword=geo-და
SP (სოროს-პარლამენტის) ფონტები...
http://fonts.ge/?load=search&keyword=spზოგადად -- ფონტის ავტორად ითვლება გლიფების დიზაინის შემქმნელი ანუ საწყისის შემქმნელი -- ყველა სხვა ითვლება დიგიტალიზებული ვერსიებისა ან განლაგებებში ამ გლიფების გადამწყობლებად... განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით ის ფონტები, რომლებსაც „პატრონი“ ჰყავთ -- დარწმუნებით ვიცი, რომ დუმბაძის მემკვიდრეები ითხოვენ მის ფონტებზე (და ასეთი ბევრია) საავტორო უფლების დაკანონებას...
არსებობს/და ქართული სასტამბო შრიფტების ცნობარი, რომელშიც იმ დროს არსებული ყველა ქართული შრიფტია მოტანილი და არის მათზე დაწვრილებითი ცნობები.
არაფრით არ შეიძლება
ავტორი: [უცნობია] მიეწეროს ისეთ ფონტს, რომლის
ავტორის დადგენა შესაძლებელია - მით უმეტეს მე-20-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან შექმნილ შრიფტებს - ეს საავტორო უფლებების უხეში დარღვევაა.
ეს რაც შეეხება „სარჩევიდან“ დათვალიერებას.
დასკვნა:
სასურველია ფონტები წარმოდგენილი იყოს მათი საწყისი ანუ
ორიგინალური სახელის მიხედვით (მაგალითად ფონტი „დუმბაძე“ წარმოდგენილი იყოს მხოლოდ ერთხელ და აქ იყოს მისი ყოველგვარი დაფასოება, განლაგება, კოდირება).
სასურველია სარჩევში ლათინური ასოებით წარმოდგენილი სია ქართულით/აც იყოს და მიწერილი ჰქონდეს მის ქვეშ რამდენი ფონტია (მაგ. F-ზე არაფერი არ არის - ტყვილა ვნახე ლინკი, ეგრევე ზოგი სხვებიც).
გამოცდით -- ძებნა „დუმბაძე“ უშედეგოდ დამთავრდა.
საერთოდ, ალბათ სულ არსებობს მაქსიმუმ 50-60, ჰაა-ჰაა 70 ქართული ორიგინალური ფონტი (მეტი არა)...
შესახედად საითი კარგად გამოიყურება და ფონტების სურათებიც კარგია.
სულ ბოლოს !!!სასწრაფოდ ამოიღეთ გადატვირთვიდან Sylfaen
კომერციული ფონტიhttp://fonts.ge/downloads.php?id=3ავტორი: Microsoft
თუ არა გაქვთ წერილობითი ლეგალური ნებართვა მიღებული Microsoft-გან
This post has been edited by ბპგ on 28 Sep 2005, 09:53