მაშასადამე, "თბილისის ფორუმი" ამოქმედდა 2001 წლის 25 იანვარს. მისი შექმნის ინიციატორი და თავად შემქმნელიც იყო Tim.
თავიდან ფორუმი სუნთქავდა UBB ძრავით, ხოლო მოგვიანებით vBulletin-ზე გადავიდა. ამჟამად Invision Power Board-ის სისტემაზე მოქმედებს.
ფორუმის დამფუძნებელი "TI Service"-ში მუშაობდა. ჰოსტინგიც ამავე ფირმის იქნა გამოყენებული და ფორუმის პირველი მისამართიც შესაბამისად ასე გამოიყურებოდა: forum.ti.net.ge.”თბილისის ფორუმის” პირველი დარეგისტრირებული მომხმარებლებიც (და შემდგომში მოდერატორებიც) მისი თანამშრომლები და მეგობრები აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ტიმმა შენიშნა რომ ფორუმზე უკვე მისთვის სრულიად უცნობმა ხალხმა დაიწყო რეგისტრაცია და წერა, რითიც ძალიან გაკვირვებული დარჩა. პერიოდულად ფორუმის სტრუქტურა დაიხვეწა და თემატურად ჩამოყალიბდა.
2001 წლის ზაფხულშივე მოეწყო პირველი შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ პირველი იუზერები (ტიმი, GT, Iron Maiden და სხვები). მეორე შეხვედრა სექტემბრის თვეში შედგა. მოგვიანებით ასეთი სახის შეკრებები ტრადიციად იქცა, თუმცა ცვალებადი სიხშირით.
ტრივია:
- პირველი მოდერატორები იყვნენ იუზერები ”ილიკო” და ”prava”.
- ნუ ეს ფორუმის ისტორიაცაა და მემკვიდრეობაც: იხ.
იხ. ფორუმის ეპოსი This post has been edited by ისტერიკა on 9 May 2006, 20:12