ეხლა 2007 წლის 12 მარტია, 23 საათი და 41 წუთი.
მთელი დღეა იმ საზიზღარ ფაილებს ჩავკირკიტებ, სახლში მოვალ და ისევ მათ ვაკეთებ!
დავიღალე!
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად ლინ*** დამრჩა!

(აქ ძია ბილის აგენტები გამოჩდნენ, დელფიმ ერთი კი სცადა გაძალიანება და დაყვირება, მაგრამ კალიუმის ციანიდის სპილოს დოზამ სწრაფად გათიშა და ჩვენმა დელფიკომ არხეინი ხვრინვა ამოუშვა. აგენტმა ირამ ციანიდის ორ კუბ შემორჩენილი ნემსი ფრთხილად დახურა და შავი პიჯაკის გულისჯიბეში შეინახა. ვინ იცის, რომელი მორიგი რენეგატის მოსარჯულებლად გამოადგებოდა.
დელფიკოს კომპის ეკრანიდან ყველასათვის კარგად ნაცნობი და "საყვარელი" კორპორაციის ლოგოს ნაცვლად, ონავარი პინგვინი, სახელად გაიოზი იჭყიტებოდა.
აგენტმა საქაღალდეების მალსახმობები ჩაათვალიერა:
"თავისუფლება პინგვინებს!!!",
"ძირს ძია ბილის სისხლიმსმელი რეჟიმი!!!",
"შეწყდეს უდანაშაულო ლინუქსისტების დევნა!!!",
"გაათავისუფლედ გაიოზი!!!",
და
"თავისუფლება გიომაკს!!!",
(აქ მინდა შევახსენო ღრმადპატივცემულ მკითხველს, რომ გიომაკი, როგორც ლინუქსოიდთა მოძრაობის ფუძემდებელი და ერთ-ერთი ლიდერი, უკვე დიდი ხანია სასჯელს იხდიდა ძლევამოსილი კორპორაციის ყველაზე მძიმე რეჟიმის საპატიმროში, სადაც მის მოვალეობაში უზერების მიერ დაზიანებულ კომპებზე წინდუსების გადაინტალირება შედიოდა).
- აი, თურმე რატომ მიდიოდა ხოლმე სახლში ზუსტად 6 საათზე?! მოღალატე! - გაიფიქრა აგენტმა ირამ.
მან კომპის ვინტი ამოიღო და როგორც ნივთმტკიცება კორპორაციაში წაიღო).
გაგრძელებება იქნება..?