tamunia_chგამარჯობა
ამ მაიკროსოფტის ქართულს რომ ვკითხულობ, სულ მგონია, რომ რაღაც სულ სხვაა

სხვა ენაა. მოინგლისურო ქართულია

აი ეს „სწრაფი განმარტება“ ან „სწრაფი დეტალები“ რამ დაგაწერინათ?
ეგ ხაშლამა ხომ არ არის რომ ჩამოტარებით ან ჩამორბენით იყოს?
„სწრაფი განმარტება“-ს მაგივრად არ სჯობს ან „მოკლე განმარტება“ ან „მოკლედ“ ან „განმარტება მოკლედ“ ან „მოკლე აღწერა“
„სწრაფი დეტალები“ - „დამატებითი ინფორმაცია“
ბოლო-ბოლო „სწრაფზე“ უკეთესია „სხარტი“.
არ ვარ მართალი?
იმაზე აღარაფერს ვამბობ ზმნა და არსებითი სახელები რომ არაბუნებრივადაა დალაგებული. მოკლედ, კოშმარი არაა, მაგრამ მე სულ მთლად არ მომწონს.