საღამო მშვიდობისა!
როგორც ვატყობ, ეს ადგილი ერთი მსახიობის თეატრს დაემსგავსა! უკვე მარტო მე ვპოსტავ!

არაუშავს, იყოს ეგრე.
ეხლა 18 საათი და 18 წუთია თბილისის დროით, 2007 წლის 17 მაისი.
ვიცი, აქ ძირითადად მარტო ჩაქვის სასტავი იხედება ხოლმე, ანუ ის ხალხი, ვინც მე პირადად მიცნობს.
მოკლედ, თქვენი Delphi სულ წახდა რაღაც. მოეშვა და მოდუნდა (თითქოს სხვა დროს იყავი მაგარ მუღამზე - უპასუხა Knight-მა).
- შენ სუ რა!
- ნუ მაჩუმებ! მე შენი განუყოფელი ნაწილი ვარ! და არ მოგცემ უფლებას, ასე შტერივით იყო მთელი დღეების განმავლობაში! მე ხალხთან ურთიერთობა მწყურია, მხიარულება და ხალისი! შენ კიდევ ხარ მანდ მუდოსავით, ჩუმად. არაფერს აკეთებ მიზნის მისაღწევად. გგონია, ასე ხონჩით მოგიტანენ ყველაფერს? არც კი ინატრო! ცხოვრება ბრძოლაა შვილოსა! (copyright ლონდრე)!
- კაი რა! არ შეიძლება რომ ერთხელ მაინც ამ ცხოვრებაში რამე მომივიდეს ბრძოლის გარეშე? 20 წელია ვიბრძვი! ჯერ ვიბრძოდი სკოლაში საკუთარი ადგილს მოსაპოვებლად, მერე ინსტიტუტში. მერე ვიბრძოდი ხან რისთვის და ხან რისთვის. ზოგჯერ უაზროთ, ზოგჯერ გამიზნულად. 2002 წელს ძალიან დიდი ბედნიერება მოვიპოვე, მაგრამ 1 წელიწადში დავკარგე. დავკარგე ჩემი უტვინობის გამო. 4 (ოთხი!) წელიწადია ამ საზიზღარ მდგომარეობაში ვარ და არ ვიმჩნევ.
- ოჰ! კაი ერთი! არ აგვიჩუყა ეხლა ყველას გულები! მიდი-მიდი!
...აქ საუბრის ჩანაწერი წყდება გაურკვეველი მიზეზების გამო...