რახან ბატონი ხორხე იძახის, რომ ეს ჩვენი საჩეთაო პოლიგონია, ეგრე იყოს.
***
დღეს ძალზედ დაგრუზული ვარ, დაღლილი, გააფთრებული, გაციებული, მოწყენილი, უძინარი, გულშისევდადათმაშიჭაღარაშემოპარული, და ა.შ. ა.შ...
აი ასეა მეგობრებო საქმეები.
კიდევ საიტია ჩემი გათიშული ერთი კვირაა, კიდევ პროექტია ჩასაბარებელი დამკვრელური წესით.
მოკლედ, რა!
...
გაზაფხული მინდა!
მაისის შხაპუნა წვიმაში თბილისის ქუჩებში ფეხშიშველი ბოტიალი და არაფერზე ფიქრი. ნაყინი მინდა და ის ლამაზი ბუშტები, ხელს რომ გაუშვებ და გაფრინდებიან ლაჟვარდოვან ცაში. ბავშური უდარდელი სიცილი მინდა, არაფერზე რომ არ დარდობ და ყველაფერი შენთვის ბედნიერებაა.
კინოში მინდა წასვლა მამასთან ერთად... სულ მას დავყავდი...
ეჰ, ბევრი რამე მინდა, მაგრამ სადაა...