სალამი საზოგადოებას
ხალხნო, რაც დამკვიდრებული ტერმინებია იმას ნუ გადავაკეთებთ რა.
კონკრეტულად საუბარი მაქვს ვიკიპედიაზე.
დღეს წავაწყდი შემთხვევით -
http://ka.wikipedia.org/wiki/SMPPსტატიის ავტორები არიან გიომაკი და ტრულალა.
ყველგან link-ის თარგმნად „ბმულის“ მაგივრად აქვთ დაწერილი „ბმა“
link-ის ეს ვარიანტი (ბმა), თუ არ ვცდები, ეკუთვნის ბატონ გიას. ამაზე კამათიც გვქონდა და მაშინ, როცა საერთო თარგმანი კეთდებოდა კადეესი შეთანხმება იყო „ბმულზე“. ტრულალაც მონაწილეობდა ამ საქმეში.
გაქართულება მადლიანი საქმეა, მაგრამ საპასუხისმგებლოც. არ შეიძლება პირადი ინტერესების გატარება.
თავისი ვარიანტის გაყვანა იმიტომ რომ ეგ უფრო მოგწონთ არასწორია.
როგორ გაქვთ წარმოდგენილი? დასწრებაზეა ვინ უფრო მეტს თარგმნის და ვინ უფრო მეტ ადგილას ჩასვამს თავის ვარიანტს?
იგივე არის ტერმინზე „protocol“. მეც ვიყავი მომხრე, რომ ამის თარგმანი „ოქმი“ ყოფილიყო, მაგრამ მერე ენათმეცნიერებმა გვირჩიეს რომ უნდა იყოს „პროტოკოლი“, რადგან არსებობს ამ სიტყვის გამოყენების მაგალითები ქართულში. მაგალითად, იგივე „დიპლომატიური პროტოკოლი“. ამის შესახებ თქვენც იცით და მაინც დაჟინებით თარგმნით „ოქმად“
ადრე Firefox-ი გადმოვწერე. მანდ ხომ საერთოდ არანაირი თხოვნები და რეკომენდაციები არაა გათვალისწონებული. ხოდა გამოდის ისევ ისე როგორც სამწუხაროდ გვჩვევია - ყველას თავისი სამთავრო აქვს. ამან რა უყო საქართველოს იცით. ასე თუ გავაგრძელეთ იგივე მოუვა ტერმინოლოგიის თარგმანსაც
P.S. სასაცილო სიტუაციაა

შედით აქ -
http://ka.wikipedia.org/wiki/SMPPსტატიაში წერია „გარე ბმები“
იქვე მარჯვენა სვეტში წერია „ბმული გვერდზე“
...
This post has been edited by gioalhaz on 19 Mar 2008, 23:48