სალამი ხალხო!
მოდით, რამოდენიმე ტერმინი განვიხილოთ, არ გინდათ?
ესენია: sensor, display, indicator, transducer
დავიწყოთ
sensor-ით: ეს რაღაცას "გრძნობს" (ინგ. sense), აქედანაც სახელი.
ვიპოვე შემდეგი ქართული ვარიანტები: სენსორი (კალკი), გადამწოდი და დაჩიკი(რუსული კალკი).
პირველი და ბოლო ხომ კალკებია, მაგრამ გადამწოდი ხომ transducer-ია! მის და სენსორს შორის დიდი პრინციპული განსხვავებაა.
ჩემი ვარიანტია (რომელიც მთლად არ შეესაბამება, მაგრამ ახლოსაა): sensor - სინჯი.
ახლა indicator. ის ხომ რაღაცაზე მიგვანიშნებს (ინგ. indicate). ქართულად: მანიშნებელი ან ნიშნული. სწორია?
ხოლო display არ არის აუცილებელი ეკრანი (screen) იყოს. თანამედროვე ინგლისურში ეს ორი სიტყვა თითქოს ერთმანეთის მონაცვლეობით გამოიყენება, მაგრამ სინამდვილეში გასხვავდებიან თავისი მნიშვნელობით.
ქართულად არ შეიძლება ეკრანი - screen იყოს, ხოლო display - მაჩვენებელი? ის ხომ რაღაც (გამო)აჩენს/აჩვენებს(display)?
ვიცი, სიტყვა "მანიშნებელს" ხშირად იყენებენ როგორ რაღაც ფაკტორს / კოეფიციენტს - "შობადობის მანიშნებელი", "წარმადობის მანიშნებელი" და ა.შ. რატომ არ შეიძლება ორი მნიშვნელობა ჰქონდეს?
თუ რაიმე კომენტარს მომაწოდებთ, მადლობელი დავრჩები!