vikingiშენს ფორუმზე რეგისტრაციას ვერ გავდივარ.
იმეილი არ მომდის.
WPMU-ზე დავაყენე ეს პაკეტი და ვერ ვამუშავე. stable 2.7 არაა. 2.7-ის trunk ვერსიაა. მაგრამ 2.6.5-ზე მუშაობდა ეს ქართული პაკეტი ნაწილობრივ [საიტზეც ხო გიწერია] და ამას რა ეტაკა ვერ მივხვდი.
მოკლედ ხვალ გამოდის 2.7. ბეტა და თუ მაინც არ წავიდა მერე რამე ვუშველოთ ერთობლივი ძალებით.
და კიდევ ძველი ვერსიისთვის გაქართულებული სად დევს მიმასწავლეთ ვნმემ. იმასაც დავაყენებ და აბა თუ იმუშავებს...
რაც შეეხება ფრაზებს → ვორდის დოკუმენტში მვაგროვებ და დავპოსტავ ახლა.
----------------------
მართვის პანელი → დაფა [2 ხაზს არ დაიკავებს, თან უფრო მარტივია]
დამატება → ახალი პოსტი [ერთი თვალის შევლებით სიტყვა 'ახალს' უფრო მალე მოძებნი ვიდრე ’დამატებას’. და საერთოდ პოსტების და გევრდების განყოფილებებში ჯობია ”დამატება” შეცვალო ”ახალი”-თ. ჩემი აზრით უფრო სწრაფად მიხვდება კაცი.]
პოსტებიახალ პოსტზე დისკუსიის ჩართვა: - ’ჩართე ჩართული ამ პოსტზე’ → ნუ ეს ალბათ გამოგრჩა გასასწორებელია
კატეგორიების განყოფილება:სახელი გამოიყენება კატეგორიის იდენტიფიკაციისთვის ფაქტიურად ყველგან. → ’ფაქტობრივად’
შეგიძლიათ შექმნათ ერთი კატეგორია და გააერთიენოთ მასში სხვა კატეგორიები. → გააერთიანოთ
უმეტეს დიზაინებზე იგი არ არის ნაჩვენები.→ დიზაინების უმეტესობაზე
ბმულის დამატების განყოფილება:მეგობრობა: * კონტაქტი * ნაცნობობა * მეგობარი * არავითარი → მეგობრობა: * კონტაქტი * ნაცნობი * მეგობარი * არავითარი
პროფესიული: * co-worker * კოლეგა → პროფესიული: * თანამშრომელი * კოლეგა
ბავშვი → შვილი
crush → ცალმხრივი
დიზაინის რედაქტირების განყოფილება:არსებული დიზაინი → ამჟამინდელი დიზაინი
გაფუჭებული დიზაინები → დაზიანებული თემები
სხვა დიზაინები → სხვა თემები [ყველგან ვემხრობი ‘დიზაინის’ ‘თემად’ გადაკეთებას]
ვიდგეტები → ვიჯეტები
წერის პარამეტრების განყოფილება:აქციე ღიმილებად → კაი რაა! სმაილი სმაილია!!!

განსხვავებული მეთოდები → გამოქვეყნება სხვა პროგრამით
გამოქვეყნების პროტოლოლი → გამოქვეყნების პროტოკოლი
იმეილით → ელექტრონული ფოსტას ვემხრობი მაგრამ ნუ იმეილიც წავა ალბათ ვნახოთ რას იტყვის ხალხი
ეს არის სამი სტანდარტული ცვლადი რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ → ეს არის სამი სტანდარტული ცვლადი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ
ტექსტურ ედიტორებში:Indent → აბზაცის შეწევა
Outdent → აბზაცის გამოწევა
გამოაქვეტნე → გამოაქვეყნე
Footer [კსტაწი, ეს ბოლოსართია ხო?
]მადლობა, რომ აირჩიეთ ვორდპრესი → გმადლობთ, რომ აირჩიეთ ვორდპრესი
This post has been edited by Sweet Baby Girl on 22 Jan 2009, 09:43