შეი გაიხარე.
ძალიან გამიხარდა

========================
თუმცა ხარისხი არის ც უ დ ი.

ვისგან ვინ თარგმნი თუ საიდან სად?
"დააინსტალირეთ" დაგვიბრუნდა? დააყენეთ არა?
"დაარეკლამირეთ" რა უბედურებაა

რა უბედურებაა. ქვედა 4 წინადადებიდან 3 (არ მიწყინოთ) თინეიჯერული თარგმანია.
გუგლის ვარიანტი:
შექმენით საკუთარი გლობალური ბიზნესი. დაარეკლამირეთ ის სხვადასხვა ენაზე, Google-ის მსოფლიო ბაზრის მპოვნელის საშუალებით.
მგონი ასე სჯობს:
შექმენით გლობალური ბიზნესი. გაუწიეთ რეკლამა სხვადასხვა ენაზე Google-ის ბაზრის მსოფლიო მპოვნელის საშუალებით.
----------------------------------
გუგლის ვარიანტი:
ლინგვისტები, რობოტები თუ უცხოპლანეტელები?გაიგეთ Google Translate-ის ტექნოლოგიის შესახებ და აგრეთვე იმის შესახევ, თუ როგორ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში.
მგონი ასე სჯობს:
ლინგვისტები, რობოტები თუ უცხოპლანეტელები? გაიგეთ Google Translate-ის ტექნოლოგიის შესახებ და როგორ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში.
----------------------------------
გუგლის ვარიანტი:
რას ნიშნავს ისევ ეს სიტყვა?დააინსტალირეთ Google-ის ხელსაწყოთა პანელი და თქვენ აღარასოდეს დაიბნევით უცხო სიტყვის დანახვისას.
მგონი ასე სჯობს:
რას ნიშნავს ეს სიტყვა? დააყენეთ Google-ის ხელსაწყოთა პანელი და თქვენ აღარ დაგაბნევთ უცხო სიტყვა.
მოკლედ ისევ იგივეა. ნაჩქარევი თარგმანი. გუგლის პოლიტიკა თარგმანში, ყოველ სემტხვევაში ქართულში ცუდ შედეგებს იძლევა
* * *
++++++++++++++++++++++++++++++++++++++
არაა, ამას ჩემი გული ვერ გაუძლებს აი ისიამოვნეთ:
"თარგმნა ინგლისური-დანქართულად-ზე"
ენების ჩამონათვალი ასეთია: "აზერბაიჯანული, ალბანური, ... ფინური, ფრანგული, ქართულად, შვედური, ჩეხური..."
ახალი ენაა "ქართულად"

Detect Language -> ენის განსაზღვრა ("ენის გამოცნობა" არ შეიძლებოდა?)
Searches -> ძიებები (მრავლობითში, ხო?)
"Google translate ჩემი:"

ვაი, ვაი.
* * *
(
qoiava -მ მომწერა ოღონდ სხვა თემაში. იმ თემის გაოფტოპიკება არ მინდოდა ამიტომ აქ გადმოვიტანე)
ბავშვი ცუდი მაგალითია, რადგან ბავშვს აქვს ნამეტნავად ძლიერი აპარატი ტვინის სახით რაც ჯერ-ჯერობით ხელოვნური არ არსებობს.

ახლა თეორიულ კამათს თავი რომ დავანებოთ, შედეგებით ვისაუბროთ.
სამწუხაროდ საქართველოში IT ტერმინოლოგია ჯერ ჩამოყალიბების გზაზეა. ამიტომაც არის პრობლემა. ბევრი მთარგმნელი როცა არის და ერთმანეთთან არ კონტაქტობენ, შედეგი ისაა, რომ ერთი დაწერს "ბექაპს", მეორე "მარქაფს", მესამე "სარეზერვოს", ხოლო მეოთხე იტყვის ქართულად რად გვინდა სჯობს იყოს "backup-ი".
ამის გარდა არის "ჯინაზე" გაკეთების უამრავი მაგალითი. მაგალითად, ბევრს არ მოწონს
link - ბმული და ამბობს რომ უნდა იყოს link - ბმა
bug - შეცდომა, bug - ბზიკი
Shortcut - მალსახმობი, Shortcut - შორთქათი
და ასეთი მაგალითი ბევრია.
ხოდა ერთი რომ თარგმნის და დაწერს "მალსახმობს", მეორე დაივლის და დაწერს "შორთქათს"
და კიდევ ძალიან მურდალი რამ. ქართულთან ბევრი "აიტიშნიკი", განსაკუთრებით ოცწლამდე გოგო-ბიჭები, ცოტა აშვებულად და მწყრალად არიან. ამის გარდა თარგმანთანაც. ამიტომ შედეგად გამოდის ქართული სიტყვებით გაწერილი ინგლისური წინადადება.
რაც მთავარია შედეგი აგერ არის. ცუდი თარგმანია, უხარისხო და ეს გუგლის თავისსატკივარი უნდა იყოს და არა ჩემი. მაგისი პროდუქტია ცუდათ თარგმნილი.
This post has been edited by gioalhaz on 15 Apr 2011, 12:49