MikheilSukhiashvili
დიდი მადლობა გაქართულებისთვის!
მაინტერესებს fb2 ფორმატს თუ კითხულობს ახალი ვერსია და ბევრი წიგნის ჩაწერის შემთხვევაში ისევ დიდ ხანს ხომ აღარ ასკანირებს.
ადრე მაგის გულისთვის არ ვყიდულობდი. თუ გამოსწორდა უკვე ღირს sony reader 600-ის ან სხვა მოდელის ყიდვა.
იოლდება ქართულენოვანი წიგნის მომზადება საკითხავად:
აი აქ
http://www.web2fb2.net/ ჩაწერ რომელიმე წიგნის ლინკს, მაგალითად lib.ge ან arili2.blogspot.com -დან.
შემდეგ ავტომატურად მიიღება კარგად დაფორმატებული ქართული fb2 წიგნის ლინკი, რომელსაც გადმოწერ.
ხაზს ვუსვამ კარგად დაფორმატებულს. ვერც-ერთი სხვა პროგრამით ვერ მივიღე ასეთი სწორად დაფორმატებული ქართული ვებ ტექსტი.
აქვე არის საშუალება მიეთითოს fb2 სურათებით თუ სურათების გარეშე.