#28090265 · 31 Oct 2011, 02:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
imichael მაგაზე რა გითხრა, ვფიქრობ ჯერ ჩვენი ორგანიზაცია არ არის მზად გუგულისთან მოლაპარაკების დასაწყებად, რადგან არც რესურსი გვაქვს (ადამიანური) არც ნდობა გვაქვს მოპოვებული დიდ მწარმოებლებთან, ახლა, რომ გუგულის მივმართოთ და ვთხოვოთ გმაილის თარგმნა და უარი გვითხრას, რაღაც პერიოდის განმავლობაში ვეღარ მივმართავთ, რადგან არ ჩათვლის საჭიროდ ჩვენთან ურთიერთობას. ამიტომ არ ვჩქარობთ. თუ შენ, შენი გზით მიაკითხავ გუგულის და დაარწმუნებ, რომ ქართული თარგმანი აუცილებელია და ხალხი ითხოვს, მე პირადად (არა მთლიანი ორგანიზაცია), პირველ ჯარისკაცად გამოგყვები და ყველანაირად დაგიდგები მხარში თარგმანის დროს.
მეორე გზაა, დაგვეხმარო დიდი ორგანიზაციების ნდობის მოპოვვებაში და შემდეგ ერთად მივადგეთ გუგულის, სხვა გზა ჯერჯერობით არ მესახება.
ისე შეგიძლია წერილი მისწერო გუგულის სერვის ცენტრში, იქნებ გიპასუხონ.
|