ვარშავა
J&S თასი
28.04 - 06.05.07
მას აშე

დაპირებისამებრ ვიწყებ BLOG ის წერას ვარშავაში მიმდინარე WTA TOUR ეგიდით გამართულ J&S თასის შესახებ
გადავწვიტე გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები აქ ნახულ- გადატანილისა
ტურნირი გაიხსნა დღეს (აქაური დროით 11.00) საკვალიფიკაციო ბადით, რომელიც გასტანს 2 დღე (ამ დღეებში დასწრება უფასოა))
ორშაბათიდან კი იწყება მთავარი ბადე
დღეს გაიმართა 16 შეხვედრა 4 ძირითად კორტზე (ცენტრალური, მე 3, მე 4 და მე 20)
ტურნირზე მივედი საათნახევრის დაგვიანებით
13.30 ზე შევედი მე 4 ე კორტზე სადაც გაიდოსოვა(სლვკ 93 (რეიტინგით)) ეთამაშებოდა პოლონელ ნატალი კოლატს (389)

პირველი სეტი უკვე დასრულებული იყო (7:5) და მეორეში 2:1 იყო სლოვაკის სასარგებლოდ რომელმაც ძააან კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, ფიზიკურად ძლიერია აქვს კარგი მოწოდება
ერთადერთი მინუსი ძალიან ჩქარობდა და გადამწყვეტ მომენტებში (ბოლო 2 საკუთარ მოწოდებაზე 2 ჯერ აგებდა 15:40) უაზრო შეცდომებით კარგავდა მნიშვნელოვან პოინტებს
საბოლოოდ გაიდოსოვამ გაიმარჯვა კლასით და გამოცდილებით
(7:5, 6:4)

გადავედი გვერდით კორტზე (მე 3) სადაც ერთმანეთს ლატვიელი დეკმეიერი (395) და პოლონელი (თუ არ ვცდები) ბრუზდნა ხვდებოდნენ თამაში თანაბრად მიმდინარეობდა და კლასითაც არ იყო დიდი სხვაობა, პირველი სეტი ლატვიელს ჰქონდა მოგებული 6:1, მეორეში კი აგებდა 1:4 (ამის შემდეგ წამოვედი ცენტრალური კორტისაკენ)
საბოლოოდ შეხვედრა ბრუზდას გამარჯვებით დასრულდა
ხვალ ცენტრალურ კორტზე ბრუზდა გაიდოსოვას დაეჯახება
ვფიქრობ სლოვაკი ადვილად უნდა გავიდეს ძირითად ბადეში
ცენტარლურ კორტზე მისვლისას შეხვედრა უკვე დასასრულს იყო მიახლოვებული ერთმანეთს პოლონელი კორჟენიაკი და ლიტველი სტანჩიუტი ხვდებოდნენ
ვნახე 2 გეიმი სადაც ლიტველმა შანსი არ დაუტოვა კორჯენიაკს საბოლოოდ 2:6,6:1,1:6
თამაში ეისით დაასრულდა
ხვალ სნაჩიუტე ვაკულენკოს ეთამაშება
ვფიქრობ ვაკულენკოს არ უნდა გაუჭირდეს გამოუცდელი ლიტველის დამარცხება
14.30
დავრჩი ამავე კორტზე სადაც 10 წუთში რუსი ვერა დუშევინა (71) და პოლონელი საკოვიჩი გამოვიდნენ
ვერამ თავიდანვე ძლიერად დაიწყო ადვილად აიღო 2 ჯერ მეტოქის მოწოდება
საკოვიჩი ძალიან ნერვიულობდა და ამასთან ერთად ბევრ შეცდომებსაც უშვებდა
საბოლოოდ 5:0 ზე პოლონელმა აიღო სამედიცინო დახმარება (რომელსაც აღარ დაველოდე) შეხვედრა 6:1 6:1 დასრულდა
ყველაფერი გასაგები იყო რუსი ამ თამაშს ადვილად მოიგებდა
დუშევინა აშკარად ფორმაშია
უიმბლდონის (იუნიორებს შორის) მომგები უბრუნდება ძველ ფორმას
ხვალ ვერა გერმანელ როეშს ხვდება
ამ უკანასკნელის თამაში არ მინახავს ასე რომ ვერაფრს ვიტყვი
უბრალოდ მე დუშევინას ვუგულშემატკივრებ

ცენტრალური მესამე და მეოთხე კორტები სატურნირო კორტებია
მეოცე კი ოდნავ მოშორებით საწვრთნელ კორტებს შორის მდებარეობს
სადაც სიწყნარეა და ხალხიც ბევრი არ ტრიალებს
გადავწყვიტე ჩავსულიყავი და კრაუზე - როეშისათვის მეყურებინა როდესაც ერთერთ საწვრთნელ კორტზე ლენა დემენტიევა შევნიშნე მწვრთნელთან და ლიხოვცევასთან ერთად

დემენტიევა მოთელვას აკეთებდა ლიხოვცევა და მწვრთნელი იჯდნენ და ლაპარაკობდნენ (თემა: ახალი ბინები (სავარაუდოდ მოსკოვში)

ვარჯიშის დაწყებას არ ჩქარობდნენ მეც წამოვედი სხვა სავარჯიშო კორტებისაკენ
რამდენიმე ჩოგურთელი ვარჯიშობდა ერთდორულად რამდენიმე კორტზე (ვერავინ ვიცანი)
15.15
ვბრუნდები დემენტიევასაკენ და არ მისული კორტამდე ბალახზე სრულიად მარტო მსუბუქად ვარჯიშობს გოგო
მივუახლოვდი და აი ისიც როგორც იქნა ანა ჯემალოვნა ჩაკვეტაძე ჩემს წინაშე
თავად მოვიდა და სადღაც 10 წუთი ვისაუბრეთ
ვილაპარაკეთ ქართველ ჩოგბურთელებზე,
ლაბაძის პრობლემებზე სიმსუქნესთან დაკავშირებით

ამ ბლოგზეც ვუთხარი ერთი ორი სიტყვა
თვითონ დაამატა რომ დღეს დილით ჩამოვიდა და ამ ტურნირზე სერიოზულად არის განწყობილი
წინა წელს ნახევარფინალში უთამაშია
მინიმუმ იგივე შედეგს თუ ვერ მივაღწევ ბლომად ქულები დამაკლდებაო
მივიკითხ მოვიკითხეთ
თამაშზე დამპატიჟა და სასადილოდ წავიდა


ვბრუნდები დემენტიევას კორტზე
ვარჯიშიც დიწყო
დაახლოებით 1 საათის განმავლობაში მხოლოდ მოწოდებაზე ივარჯიშა (შარშანწინდელი როლან გაროსთან შედარებით უკეთესად აწვდის)
შემდეგ Fორჰენდი ბექჰენდი
მთელი ამ ვარჯიშის განმავლობაში სულ რაღაცას ედავებოდა მწვრთნელ უკმაყოფილო იყო თავისი თამაშითაც
ეტყობა რომ ვერ არის ფორმაში და ფსიქოლოგიურადაც არ არის მზად
ვფიქრობ ლენასგან ამ ტურნირზე სასწაულ თამაშსა და შედეგებს არ უნდა ველოდოთ

სავარჯიშო კორტებიდან ვბრუნდები ცენტრალურ კორტისაკენ და გზად კიდევ ერთი ბომბა ნადია პეტროვა და უკან ანა ლენა გროენეფელდი (ჩავიდნენ სავარჯიშო კორტებზე)

ცენტრალურ კორტზე უინტერესო თამაშია
ავედი მე 4 ე კორტზე სადაც ბულგარელმა ცვეტანა პირონკოვამ ადვილად დაამარცხა ალისია როსოლსკა
ბულგარელმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ძირითად ბადეში
ვბრუნდები სავარჯიშო კორტებზე გზად დემენტიევა შემხვდა რომელსაც უკვე დაემთავრებინა ვარჯიში და ბრუნდებოდა მთავარი კომპლექსისაკენ მწვრთნელთან ერთად

კორტზე სადაც ლენა ვარჯიშობდა ძალიან ბევრი ჟურნალისტი შევნიშნე
კორტზე პოლონეთის საუკეთესო ჩოგბურთელი კრაკოველი (ვარშაველებს ეზიზღებათ კრაკოვი და კრაკოველები) აგნიეშკა რადვანსკა და მისი და ურსულა მოთელვას აკეთებდნენ
2 ვიდეო და 10 იოდ ფოტო კამერა
ძალიან დიდი ზეწოლაა აგნიეშკაზე
ყველა კარგ შედეგს ელის
შეიძლება ამ ყველაფერმა უარყოფითადაც კი იმოქმედოს 18 წლის უნიჭიერეს გოგოზე

გვერდითა კორტზე კი ნადია პეტროვა და ანა ლენა გროენეფილდს მოეყარათ თავი
ორივე ძალიან კარ ხასიათზე იმყოფებოდნენ
პეტროვა 2 მწვრთნელის და ერთი სპარინგ პარტნიორის თანხლებით მსუბუქად აკეთებდა გაწელვით ვარჯიშებს
ლაპარაკობდნენ დატვირთვებსა და თამაშთა განრიგზე
10 წუთის შემდეგ ნადია ტოვებს კორტს და მიდის მთავარი კომპლექსის მიმართულებით
ანა ლენა იწყებს ვარჯიშს სრული დატვირთვით
სხვა კორტები იცლება ნელ ნელა მოთამაშეებისგან
17.00
ცენტარლურ კორტზე დასრულდა ყველა შეხვედრა და პეტროვა გამოჩნდა მწვრთნელებითურთ
დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ვადევნე თვალი მის ვარჯიშს
ეტყობა რომ კარგ ფორმაშია
მწვრთნელიც well done ების მეტს არაფერს გაიძახდა
ამ დროს ფოტო კამერაც დაჯდა

მესამე კორტზე შევედი რამდენიმე წუთით სადაც ონდრაშკოვამ ადვილად დაამარცხა ციეპლუშა 6:1, 6:1
გადავდივარ მეოთხე კორტხე სადაც ბეიგელციმერი და ობცილერი ხვდებოდნენ ერთმანეთს
კლასით თანაბარ ჩოგბურთელებს შორის საინტერესო თამაში წავიდა პირველი სეტი ობცილერს დარჩა 6:3
მეორე სეტის დაწყებისთანავე კი მომიწია წამოსვლა
გზად ცენტრალურ კორტს შევხედე სადაც პეტროვა ვარჯიშობდა უკვე მე 2 ე საათი
დღეისათვის სულ ეს იყო თუ სულ ჰქვია ამას
იმედი მაქვს მოგეწონათ და თავი არ მოგაბეზრეთ ზედმეტად
კომენტარებსაც ნუ დაიზარებთ
ხვალამდე