მე აგიხსნი,ქართული რაგბის ხათრით
სულ არის 2 რეიტინგი.
საერთო რეიტინგი(ეხება კაცებსა და ქალებს).
და
წლის მიმდინარე რეიტინგი.(ეხება მხოლოდ კაცებს).
ეს დაიმახსოვრე კარგად-საერთო რეიტინგში ქვეყნდება ბოლო 52 კვირის განმავლობაში მიღებული ქულები მამაკაცებში.
და
საერთო რეიტინგში ქვეყნდება ქალების ბოლო 52 კვირაში ნათამაშები 17 საუკეთესო ტურნირის(ანუ,რომელ ტურნირზეც უკეთეს შედეგს მიაღწიეს) ქულები.
საერთო რეიტინგი უკვე ახსნენ.თუ მაგალითად შარშან მოიგე უიმბლდონი,მაშინ წელს თუ გაიმეორებ იგივე შედეგს,საერთო რეიტინგში არაფერი გემატება,არამედ მიმდინარე წლის ჩათვლაში.
საერთო რეიტინგში უწევს ჩოგბურთელს თავისი გასული წლის შედეგის გაუმჯობესება(ამ შემთხვევაში მოემატება ქულები); იგივე შედეგის ჩვენება,რაც გასულ წელს(ამ შემთხვევაში ქულა იგივე რჩება საერთო რეიტინგში) ან უფრო ცუდი შედეგის ჩვენება,ვიდრე გასულ წელს(ამ შემთხვევაში დააკლდება ქულები საერთო რეიტინგში);
მიმდინარე წლის რეიტინგი,იგივე champions RACE(მამაკაცებში) -აქ აბსოლუტურად ყველა ქულა ეწერება ჩოგბურთელს,რომელსაც იგი მიმდინარე სეზონში აიღებს.იქნება ეს 1-ელ წრეში გასვლა და წაგება,თუ ფინალის მოგება-უბრალოდ,მიმდინარე წლის შედეგები ჯამდება ამ რეიტინგში.
Race to the Championships-ეს ეხება ქალებს.ამ რეიტინგში სეზონის დასაწყისში ყველა ქალ ჩოგბურთელს აქვს 0 ქულა და ამ რეიტინგის მეშვეობით ვლინდება ის 8 ჩოგბურთელი,ვინც WTA ჩემპიონატისათვის შეძლებენ კვალიფიკაციას... თუ დააკვირდები ამ რეიტინგში არ ითველა მხოლოდ 17 საუკეთესო ტურნირზე მიღებული ქულები,არამედ მთელი მიმდინარე წლის.
This post has been edited by Junge19 on 20 Sep 2008, 15:18