საღოლ ვენუსს
მე-5-ჯერ მოიგო "უიმბლდონი"

ხვალ რა კაი კუში აქვს ფედერერს
1.7 - 2.0 -ზე
არადა თიხაზე
1.2 - 3.0 -ზეა ხოლმე ნადალის სასარგებლოდ .
უიმბლდონის შიდაუილიამსურ ფინალში ვინუსმა იმარჯვავინუს უილიამსმა უიმბლდონის ფინალში უმცროსი დაიკო სერენა დაჯაბნა და მეხუთედ დაეუფლა იქაურ ტიტულს.
28 წლის ვინუსმა 15 თვით უმცროს დედმამიშვილს დამაჯერებლად, 7:4 6:4 მოუგო და ამით მისგან იქ 2002-03 წლების ფინალებში განცდილ მარცხთათვის ირევანშა.
დები ერთმანეთს უკვე მე-7-ედ შეხვდნენ დიდი მუზარადის ფინალებში და ვინუსმა სერენას მხოლოდ მეორედ სძლია. საერთოდ კი ეს მათი მე-16 დაპირისპირება გახლდათ და ამ მატჩის შემდეგ დებს შორის უკვე თანაბრობაა – 8:8.
ვინუსმა დიდი მუზარადის მე-7 ტურნირზე იმარჯვა. 2000-01, 2005 და 2007 წლების უიმბლდონის გარდა მას აქამდე 2-ჯერ – ასევე 2000-01 წლებში, აშშ-ის ღია პირველობაც მოეგო.
ისე კი, ეს წლეულს მისი პირველი, ხოლო კარიერაში 37-ე ტიტულია.
სერენას შანსი ჰქონდა, წლის მე-4, ხოლო კარიერის 32-ე ტიტული მიეთვალა. უიმბლდონზე კი ის უკვე მეორე ფინალში დამარცხდა – 2004 წელს მას იქ მარია შარაპოვამაც აჯობა. თუმცა მას ვინუსზე ერთით მეტი დიდი ტიტული კიდევ რჩება – უიმბლდონის 2002-03 წლების გარდა ის ავსტრალიის 2003, 2005 და 2007, საფრანგეთის 2002 და აშშ-ის 1999 და 2002 წლების ღია პირველობათა ჩემპიონიცაა.
This post has been edited by BEQA 11 on 5 Jul 2008, 22:35
მიმაგრებული სურათი
Total Cumulative Posts 11111 . Posts per day 11.1
You registered on 27 Mar 2007, 20:22
Last Post: 27 Mar 2010, 20:22