ე.ი. მაინც ვერ დაარიგა ნორმანმა სოდერლინგი ისე როგორც საჭირო იყო

ეხლა ვიხსენებდი და თვითონაც დაახლოებით ასე უშანსოდ წააგო 2000-ში კუერტენთან, მაგრამ ერთი სეტი მაინც მოიგო მაშინ ფინალში...
ისე მეც მაგრად გამეხარდა ფედერერის მოგება, აშკარად იმსახურებდა, სამპრასის თამაშებიც კარგად მახსოვს და როჯერი ბევრად უფრო სრულყოფილი მოთამაშეა IMHO, პიტს საუკეთესო ფორმაში მყოფ როჯერთან მოგების შანსი მარტო ბალახზე თუ ექნებოდა(ნუ US OPEN-ზეც შეიძლებოდა ალბათ, გასაგები მიზეზების გამო)
მოკლედ სავარაუდოდ ამ წლის ბოლოს სამპრასის 14 სლემიანი რეკორდი გაუმჯობესდება და ამის მერე კარგი იქნება თუ ფედერერი დევისის თასის მოგებაზეც სერიოზულად დაიწყებს ფიქრს, თან ვავრინკასაც არა უშავს, შეიძლება მაგასთან წყვილში მოგებაზე ფიქრი...
ისე შვეიცარიის სახელით ფედერერს 2001-ში ჰოპმანის თასი აქვს მოგებული ჰინგისთან ერთად, მართალია ძირითადად მარტინას ხარჯზე

მაშინ ვერ ქაჩავდა როჯერი და მგონი ერთი თამაში წააგო კიდეც ერთეულებში, მაგრამ მაინც....
ორი დიდი შვეიცარიელი ჩემპიონი








ისე მარტინასაც როლან გაროსის მოგება დააკლდა პირადი დიდი სლემის შესასრულებლად 1997 წელს, მერე გრაფთან წააგო და ეგრეც დარჩა FRENCH OPEN-ი მოუგებელი
ისე ათი წელი გავიდა უკვე იმ ლეგენდარული მატჩიდან, მაგარია რა 1999 წლის ფინალი გრაფი-ჰინგისი და 2009 წლის ფინალი კუზნეცოვა-საფინა

ესეც ბარემ ჰოპმანის თასის ფინალის ვიდეოს დავდებ, ბოლო სეტის ტაი-ბრეიკი, წააგეს როჯერმა და მარტინამ, მაგრამ მანამდე ერთეულებში ორივეს მოგებული ქონდა და თასიც მაგათ დარჩათ.
P.S.ბოლო გათამაშება საკაიფოა ისე