არადა გუშინ ივანოვიჩი ტლიკინებდა კარიერის საუკეთესო ფორმაში ვარო
დანიმ ვერ გაქაჩა სამწუხაროდ, ნუ რას ვიზამთ თავს ზემოთ ძალა არაა რა სერენასთან;D
როჯერს ტყუილად აწვალებენ

მაგის მომგები არავინ არ არის ამ ტურნირზე, ყველაზე ძლიერი ვინც იყო ამ ეტაპზე იმას კი მოუგო უკვე დღეს....
ბრავო რა სოდერლინგს მართლა მაგარი ბიჭია და იმედია ერთი სეზონის მოთამაშედ არ იქცევა და მომავალშიც წარმატებით ითამაშებს, პრინციპში ნორმანის სახით ისეთი მწვრთვნელი ყავს, რომ დარწმუნებული ვარ რომ ასეც იქნება.....
ხო დღეს კიდე ორი რუსი გააგდეს და დემენტიევა და საფინაღა დარჩნენ, ნუ ძინარას დღეს ბებერი ლესბოსელი დაიფრენს

და დემენტიევას ისეთი ბადე აქვს რომ ალბათ ნახევარფინალში გავა, ნუ არა უშავს რუსებიდან მაინც ყველაზე დიდ პატივს მაგას ვცემ და ძალიან მინდა ერთი დიდი სლემი მაინც მოიგოს ნაღდად იმსახურებს....
ჰიუიტს ძალიან მაგრად გაუჭირდება შტეპანეკთან და ეს უკვე ჩანს კიდეც პირველივე სეტში....
და ბოლოს რადვანსკამ დღეს მართლა ბრწყინვალედ ითამაშა და დამაჯერებლად მოიგო, მაგრად ველოდები ვენუსთან თამაშს, აი დაახლოებით ასეთ დღეში უნდა ჩააგდოს