ასეა თუ ისე ის ორი წელი 91-93 მონიკამ ყველანაირად აჯობა შტეფის, რეიტინგშიც სულ პირველი იყო და თითქმის ყველა სლემსაც იგებდა(ნუ უიმბლდონის გარდა

)
და საერთოდ მაგ პერიოდის მონიკას მე ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ მივიჩნევ ბრწყინვალე მოწოდება, მიღება, საოცრად სტაბილური და თანაბრად ძლიერი ორხელა ბექჰენდები და ფორჰენდები, დარტყმების სიზუსტე, ბრძოლისუნარიანობა და ბოლოს თავის საფირმო წივილი და ნერვიული დგომი მიღებაზე

მოკლედ უნაკლო იყო...
ესეც ჰამბურგის ინციდენტამდე 3-4 თვით ადრე ბოლო სლემის ფინალი AO-ზე, ბოლო ორი სეტი რასაც ქვია გადაუარა შტეფის 6-3 6-2
თუმცა მთლიანობაში, მთელი კარიერის მიხედვით, რა თქმა უნდა გრაფი უფრო წინ დგას, მონიკას ერთი სერიოზული მინუსი ქონდა ბალახზე ვერ თამაშობდა მთლად კარგად და ვერც მოიგო საბოლოოდ უიმბლდონი
ამას პლიუს ქამბექებშიც შტეფიმ მაგრად აჯობა, ბოლოს 99-02-ში ძალიან ცუდი სანახავი იყო წონაში მომატებული მონიკა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჰინგისთან 15-3 აქვს მგონი ურთიერთშეხვედრები, სირცხვილია რა, მითუმეტეს რომ შტეფი არ ახარებდა მარტინას და სულ უგებდა....
მაგრამ მიუხედავად ამისა მე 99- წლის AO-ს თუ არ ვცდები მეოთხედფინალიც მახსოვს მონიკა vs შტეფი, სადაც მონიკამ მაგრად აჯობა გრაფს, ისე მაგარი ბოღმა იგრძნობოდა რა მაგ მატჩის თითოეულ დარტყმაში, განსაკუთრებით მონიკას მხრიდან, აშკარად არ უყვარდათ ერთმანეთი

This post has been edited by Levani_8_9 on 11 Sep 2009, 13:19
მიმაგრებული სურათი