ჩოგბურთი მოთამაშისგან ფიზიკური მონაცემების გარდა სხარტ აზროვნებას, მახვილ თვალს და მაღალ ინტელექტს მოითხოვს... იშვიათ შემთხვევაში ჩოგბურთელიც შეიძლება იყოს მოკლებული ინტელექტს და კარგად თამაშობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ არის, სპორტსმენების ჭკუის ნაკლებობაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ ასეთი ხუმრობა ჩოგბურთელზე არ არსებობს.
მოთამაშეები ინტელექტსა და მახვილგონიერებას მხოლოდ კორტებზე არ ავლენენ, უამრავი მნიშვნელოვანი და საკმაოდ საინტერესო ფრაზაა რომლებიც ჩოგბურთელებმა პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში წარმოთქვეს და ეს მარტო მე არ შემინიშნავ.
2005 წელს გამოიცა წიგნი რომელსაც სათაურად ქალთა ჩოგბურთის ლეგენდის, ბილი ჯინ კინგის ფრაზა ეწოდა "you can quote me on that" სადაც თავმოყრილი არის ჩოგბურთელების ყველაზე ფრთიანი ფრაზები

წიგნში შესული ფრაზების ანალიზი შეიძლება ისევ და ისევ ჩოგბურთელის მიერ წარმოთქმული ფრაზის ციტირებით გაკეთდეს "ნუ შეგრცხვება თქვა ის რისაც არ გრცხვენია რომ ფიქრობ"

დარწმუნებული ვარ ასეთ შოკისმომგვრელ, ირონიულ და გონებამახვილურ ფრაზებს ვერცერთი სხვა სპორტის წარმომადგენლები ვერ ამბობენ... არსებობს საიტი tennisquotes.com აქ იდება ყველა ის მნიშვნელკოვანი ფრაზა რასაც ჩოგბურთელები ამბობენ
"ჯიმი კონორს ერთი სისუსტე აქვს. ის ვერასდროს შეძლებს თქვას, რომ მისმა ოპონენტმა კარგად ითამაშა, ამიტომაა მისი დამარცხება ასეთი სასიამოვნო" Bjorn Borg
"მე არ ვარ ვენუს ვილიამსი. მე არ ვარ სერენა ვილიამსი. მე ქალი ვარ. არ მინდა ისე გამოვიყურებოდე როგორც ისინი. მე მათსავით კაცი არ ვარ' აბა გამოიცანით

"მსურს აბსოლუტურ სრულყოფილებას მივაღწიო. ვფიქრობ, რომ შემიძლია ამის მიღწევა" შტეFი გრაFი
"ამერიკაში 1000 მოთამაშეა მისი მსგავსი" ტრეისი ოსტინმა თქვა 13 წლის შტეFიზე

"მე რომ 14-15 წლის მოთამაშესთან დავმარცხდე კორტებზევე მოვკვდები' პემ შივერმა ეს 14 წლის გაბრიელა საბატინისთან დამარცხებამდე თქვა

"აგასი თუ უიმბლდოს მოიგებს ჩემ მაისურს შევჭამ" ეს ერთერთმნა ჟურნალისტმა თქვა 1992 წელს... ზუსტად იმ წელს როდესაც ანდრე უიმბლდონი მოიგო

"ჩემი ერთადერთი ნარკოტიკი შრომაა. ბოლო წელს მართლა ძალიან მაგრად ვიმუშავე. ხანდახან ამის გამო ვტირი. ძალიან მკაცრად დავისაჯე თავი" ენენი
'დიდი შლემის მოგება არის როგორც ალუბალი შენს ნამცხვარზე. მე კიდევ ბევრ ალუბალს დავადებ ჩემს ნამცხვარს" 19 წლის მარიას ფილოსოფია

'ანდრემ საშინელება მითხრა როდესაც არდადეგებზე მიდიოდა. ის 14 წლის იყო "ნიკ, ვინმეს ოდესმე უსმენ? გაგიკვირდება რის სწავლასაც შეძლებ" ეს დამეხმარა, რომ უკეთესი მსმენელი გამხდარიყავი"
"მარია შარაპოვა - მაშინებს. ის ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ თავში. მისი აღნაგობა, მაკიაჟი. მას ძალიან თბილი ღიმილი აქვს, მაგრამ ამ ღიმილის ქვეშ ის ჯოჯოხეთივით ბრძოლისუნარიანია"
ნიკ ბოლეტერი საუბრობს მარიაზე და ანდრეზე
"შენ მოიგე, მაგრამ მე შენზე ლამაზი და გაყიდვადი ვარ" ანა კურნიკოვამ ამ სიტყვებით მარტინა ჰინგისს მიმართა მას შემდეგ რაც მარტინამ 6/0 6/0 დაამარცხა ანა
"როდესაც შენთან მოდის ბავშვი, გთხოვს ავტოგრაფს და თითქმის კანკალებს - როგორც მე, როდესაც გრაFს ვთხოვე ავტოგრაფი - ეს უდიდესი ღირსება და პასუხისმგებლობაა" ენენი
* * *
მარიას ამ ციტატებსაც დავწერდი, მაგრამ მისი მიმიკებით და ლაპარაკის მანერით უფრო გასაგები და საინტერესო იქნება

მიყვარს ეს გოგო
http://www.youtube.com/watch?v=3b-7nWfk95w&feature=relatedhttp://www.youtube.com/watch?v=2SNPFUPkF58&feature=related This post has been edited by black_mamba on 12 Nov 2009, 02:32