OMG ace - 10 - verdasco ace - 10 -del potro
ჩემმა დელპომ დღეს სასიამოვნოდ გამარკვირვა!!! მიყვარს ეს გიგანტიიი

ნანდოს დავემშვიდობეთ მაგრამ არაუშავს დღეს ხუან მარტინი იმსახურებდა აშკარად გამარჯვებას.
თამაშის ყურება ცოტა გვიან დავიწყე

პოტროს აშკრად ეტყობოდა რომ თამაშში გონებრივ ჩართულობაზე ნავარჯიშები ჰქონდა და ისე უაზროდ აღარ იქნევდა ჩოგანს, რამდენჯერმე ძალიან კარგი სტრატეგიით მოიგო ქულა. მართალია ხანდახან ეტყობოდა, რომ თავის ფიზიკურ შესაძლებლობებს გონებრივს ვერ უთანხმებდა და აშკარად მოსაგებ ქულას კარგავდა, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ჩემთვის იმის შემჩნევა, რომ დელპო კორტებზე აზროვნებდა

რაც შეეხება შენიშვნას... როცა ჩოგბურთელს ისეთი კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, როგორც ხუან მარტინს მაშინ ეს უნდა გამოიყენოს კიდევაც, ამსიგრძე ფეხების პატრონს ჩემი აზრით უფრო კარგი footwork-ი უნდა ჰქონდეს და უკუთესი რალი უნდა შეძლოს...
ბოლო სეტის გაწლვას რაც შეეხება, მხოლოდ იმას ვიტყვი რომ ამ ტურნირში ყველას უფრო მეტი გამოცდილება აქვს ვიდრე ხუან მარტინს და მისი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ერთი მომენტი მომეწონა, როდესაც ბადესთან ახლოს მივიდა და მაღლა ავარდნილ ბურთს მოხერხებულად და ლამაზად დაარტყა

რაც შეეხება იმას, რომ დარბაზი ჩაბნელებულია, ნურავინ იტყვის რომ ეს ცუდი იდეაა. მე ტენისის მატჩს ყოველთვის ისე აღვიქვამდი, როგორც დაძაბულ დრამა სპეკტალს, ლამაზი დეკორაციებით

ასე რომ ეს ჩაბნალებული დარბაზიც მეტ ემოციურ ფონს ქმნის და ძალიან მომწონს... მაგრამ რატომღაც მგონია, რომ საფარი არაა ნორმალური... ბურთი ძალიან მაღლა ხომ არ დახტის?

ა