tamunakვაიმე რა მაგარია მე სიახრულისგან გავაფრენდი!!!

გილოცავ გილოცავ გილოცააააააავ!!!! ხელმოწერა ან რამე ეგეთი არაა? ისე მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ანას დიაზიანი და ... მოკლედ კიდევ ერთხელ გილოცავ!! წარმომიდგენია როგორ გაგიხარდა

შვედმა რობინ სოდერლინგმა შეიძლება ითქვას, რომ თავისი დებიუტი მხოლოდ და მხოლოდ სეზონის ბოლოს დაიწყო... თან საინტერესო ისაა, რომ ტურნირში როდიკის ტრავმის წყალობით შეძლო მოხვედრა. რობინმა მხოლოდ ორ სეტში და დამაჯერებლად დაამარცხა მსოფლიოს 2 და 3 ჩოგანი. ნოვაკმა მასთან თამაშის შემდეგ თქვა, რომ სოდერლენგს ძალიან კარგი მოწოდება აქვს, ნამდვილად უნდა დავეთანხმო

ჯოკოვიჩს, რომელისთვისაც ამ სეზონში ეს მატჩი 96 იყო ( უუუუ! ) აშკარად შეეტყო დაღლილობა და განაცხადა "მე უბრალოდ მთელი სეზონისგან დავიღალე" სოდერლენგი მაინცდამაინც თავს არ იქებს ინტერვიუებში... ან იქებს მაგრამ შეფარული მეთოდებით... "მეორე სეტში ოდნავ მოვახერხე დამშვიდება" რაც ჩემი აზრით ანგარიშზეც აისახაააა!! მოკლედ რობინმა ნახევარ ფინალისთვის კვალიფიკაცია წარმატებით გაიარა...
მე პირადად სოდერლენგის ასეთ თამაშში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ, მისთვის დამახასიათებელია ასეთი კარგი ასპარეზობა, ოღონდ ამასთან საოცრად არასტაბილურია... მისი გამარჯვება კი უბრალო მიზეზისთვისაა სასიხარულო, კრიტიკოსები წინასწარი შეფასებების გაკეთებამდე უფრო კარგად დაფიქრდებიან

ამიტომ მიყვარს unpredictable მატჩები


როგორც უკვე ვთქვი ძალიან მომწონს კორტები და საერთოდ დარბაზის მოწყობა-განათება... თვალი ოდნავ შეუჩვეველია მარტო კორტებზე რომ არის განათება, მაგრამ პრაკტიკულადაც და ემოციური ფონისთვის აშკარად უკეთესია, ერთადერთი შენიშვნა... იმ პირსახოცებს, რომლითაც ჩოგბურთელები ოფლს იწმენდენ ბურთის მომწოდებელი ბავშვბი უგულოდ აგდებე ძირს (სერიოზულად) და შემდეგ მოთამაშეები ისევ გულმოდგინედ ისვამენ სახეზე....!!! OMG რა უკულტურობაა
* * *
OPEN
ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ანდრე აგასიმ ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა. "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირის გამარჯვებული, ოლიმპიური ჩემპიონი, დევისის თასის მფლობელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სამაგალითო მეოჯახე და ორი შვილის მამა - აგასის შესახებ ეს ყველაფერი საყოველთაოდ არის ცნობილი. საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები კი აგასიმ ავტობიოგრაფიულ ნაშრომში გამოამზეურა, რომელსაც Open (ღია) ეწოდება...
და ეს "ღია" იმდენად სკანდალური გამოდგა, რომ ყველა პირღია დატოვა. როგორც ირკვევა, ჩოგბურთელი ნარკოტიკსაც იღებდა, დოპინგსაც, სპორტის ჩინოვნიკებსაც ატყუებდა და თამაშებსაც აგებდა განზრახ. მოკლედ, ბევრ ისეთ რამეს აკეთებდა, წესიერ ადამიანს აღიარების რომ შერცხვება, მაგრამ ანდრეს არაფრისაც არ შერცხვა და... გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ნაწყვეტებს წიგნიდან, რომლისთვისაც ცნობილმა ჩოგბურთელმა მხოლოდ ავანსის სახით ხუთი მილიონი დოლარი მიიღო.
დოპინგზე
"მეტამფეტამინებს 1997 წელს რეგულარულად ვიღებდი. ენერგიის საოცარ მოზღვავებას ვგრძნობდი: ერთხელ, მთელი სახლი რამდენიმე წუთში დავალაგე და დივნის მტვერსასრუტით დასუფთავებაც კი დავიწყე - რა მექნა, ენერგია ვერსად მიმქონდა! თუმცა ასეთი "ენერგიული" დღეებისთვის ვისჯებოდი კიდეც. და არამხოლოდ ფიზიკურად. ერთხელ, ნიუ-იორკში ყოფნისას, დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემმა დოპინგტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.
სასწორზე მთელი ჩემი კარიერა იყო და იძულებული გავხდი, მეცრუა. ATP-ში (პროფესიული ჩოგბურთის ასოციაცია) წერილით მივედი, სადაც თავს ვიმართლებდი - აკრძალული საშუალება ჩემი თანაშემწის, სლიმის კოქტეილში აღმოჩნდა, რომელიც შემთხვევით დავლიე-მეთქი. ჩინოვნიკებს გულისხმიერებისა და გაგებისკენ მოვუწოდე, წერილის ბოლოში კი, რატომღაც, მივაწერე - "გულწრფელად თქვენი ანდრე აგასი". ATP-ში დამიჯერეს, ან თავი მოიტყუეს. ყოველ შემთხვევაში, ეს ისტორია ჩაიფარცხა.
ჩაწყობილ თამაშებზე
სპეციალურად წავაგე მაიკლ ჩანგთან 1996 წელს, ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალში, რადგან უკვე ვიცოდი, რომ ფინალში ბორის ბეკერი იყო გასული, მის წინააღმდეგ თამაში კი, უბრალოდ, არ შემეძლო. ბეკერს ვერ ვიტანდი. განსაკუთრებით იმ დროს, როცა გერმანულ ენაზე იწყებდა ყვირილს და მასთან შეხვედრა არ მსურდა. იმდენად თავხედი იყო, რომ ჩვენი შეხვედრების დროს ტრიბუნაზე მჯდომი ჩემი მეუღლის - ბრუკ შილდსისთვის ჰაეროვანი კოცნების გაგზავნასაც კი ბედავდა!
სხვათა შორის, თამაშის ძალით წაგება იოლი სულაც არ არის. მეტიც, ხშირად საკუთარი სურვილით მატჩის წაგება გაცილებით რთულია, ვიდრე მოგება. ეს ყველაფერი ხომ ისე უნდა გააკეთო, არავინ იეჭვოს, თუმცა მე გამომივიდა. ჟურნალისტები ვერაფერს მიხვდნენ. ყველაზე საკვირველი კი ის არის, რომ ეჭვები მაშინ უჩნდებოდათ, როცა მართლა ვაგებდი. სამაგიეროდ, როცა მეტოქეს გამარჯვებას ძალით "ვჩუქნიდი", წერდნენ: "ანდრე ნამდვილად არ არის ოპტიმალურ ფორმაში..."
ბრუკ შილდსსა და შტეფი გრაფზე
ჩოგბურთი მეზიზღებოდა, თუმცა ბრუკს ეს არ ესმოდა, რადგან თავად მოსწონდა ის, რასაც აკეთებდა. ერთხელ მაცივარზე ჩარჩოში ჩასმული ფოტო დადო, რომელზეც გერმანელი ჩოგბურთელი შტეფი გრაფი (ანდრეს ამჟამინდელი ცოლი - ავტ.) იყო აღბეჭდილი. ბრუკი დაკომპლექსებული იყო საკუთარი ფეხების გამო. ფიქრობდა, რომ საკმარისად ლამაზი ფეხები არ ჰქონდა. შტეფის კი, მისი აზრით, იდეალური ფეხები ჰქონდა და შილდსსაც უნდოდა, ისეთივე ჰქონოდა.
თუმცა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, შტეფის გაცილებით მეტი ღირსება ჰქონდა და რაც მთავარია, კარგად ესმოდა ჩემი დამოკიდებულება ჩოგბურთთან.
მამაზე
მამაჩემი ბუნებით დიქტატორია. მასთან კამათი სახიფათო გახლდათ. თუ მან გადაწყვიტა, რომ მისი შვილი მსოფლიოს პირველი ჩოგანი უნდა გამხდარიყო, ე.ი. ასეთი იყო მისი ბედისწერა. ზოგჯერ, როცა ჩემით უკმაყოფილო იყო, საჩოგბურთო "ტყვიამფრქვევს" (სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ვარჯიშის დროს, მაღალი სიჩქარით ისვრის ჩოგბურთის ბურთებს კორტზე, რათა ჩოგბურთელს მეტოქის მოწოდებების იმიტაცია შეუქმნას) დამიმიზნებდა და... ძალიან მტკივნეული იყო. მას შემდეგ კი, რაც 1992 წელს "უიმბლდონზე" გავიმარჯვე, მოლოცვის ნაცვლად, მომახალა: - მეოთხე პარტიის ჩაგდება როგორ გაბედე!
ნარკოტიკებზე
ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით, ჩემმა ძმამ, ფილმა მითხრა: "თუ ტურნირის წინ მამა პატარა მრგვალ აბებს მოგცემს, არ დალიო!" ვკითხე - რატომ-მეთქი, ფილმა ამიხსნა: "ეს ნარკოტიკია!" მამამ მართლაც მომცა იუნიორთა შორის ქვეყნის ჩემპიონატის წინ ზუსტად ისეთი აბი, როგორიც ფილმა აღმიწერა. გადავყლაპე და თავი შესანიშნავად ვიგრძენი.
პიტ სამპრასზე
ამქვეყნად არ არსებობს ორი ისე განსხვავებული ადამიანი, როგორც მე და პიტი ვართ. ერთხელ სასტუმროს მოსამსახურეს, რომელიც სამპრასის ავტომანქანას სადგომზე აყენებდა ხოლმე, ვკითხე - გასამრჯელოდ რამდენს გაძლევს-მეთქი, იცით, რა მიპასუხა? - 1 დოლარსო... წარმოგიდგენიათ?! პიტი ნამდვილი "მანქანა" იყო, იმპროვიზაციის ნატამალიც არ გააჩნდა, რობოტს მაგონებდა...
პარიკის შესახებ
20 წლის ვიყავი, როცა ყოველ დილით, ბალიშზე გაცვენილი თმის ღერებს ვპოულობდი. ეს ჩემი იმიჯის ნაწილი გახლდათ და საკუთარ თავს ვეკითხებოდი - მზად ხარ, პარიკი ატარო იმისთვის, რომ გრძელთმიანი ყმაწვილის იმიჯი შეინარჩუნო? და იმ აზრამდე მივედი, რომ სხვა გზა უბრალოდ არ მქონდა. 1990 წელს "როლან გაროსის" ფინალის წინ ვლოცულობდი და უფალს გამარჯვებას კი არა, იმას ვთხოვდი, ჩემი ყალბი თმა თავიდან არ ჩამომვარდნოდა.
შიშით წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ დაეცემოდა პარიკი კორტზე მატჩის დროს, როგორ გაიკვირვებდნენ მაყურებლები, მერე კი სიცილს დამაყრიდნენ... გასაკვირი არ უნდა იყოს, ის ფინალი რომ წავაგე. წლების შემდეგ თავი გადავიპარსე და როცა სარკეში ჩავიხედე, დავინახე, როგორ მიყურებდა ვიღაც მელოტი მამაკაცი...
საფინი: "აგასი იდიოტია!"
აგასის ავტობიოგრაფიას რუსი ჩოგბურთელი - მარატ საფინი გამოეხმაურა.
- არ მესმის, რატომ დაწერა მან ეს ყველაფერი. შესაძლოა, ფულის შოვნა უნდა და იმედი აქვს, რომ წიგნი დიდი ტირაჟით გაიყიდება? ის ნამდვილი იდიოტია. თუ დამნაშავედ გრძნობს თავს, ბოლომდე წავიდეს და კორტზე გამომუშავებული ფული უკან დააბრუნოს.
აგასი ATP-საც არასწორად მოექცა - დოპინგთან დაკავშირებული ისტორიისას ხელი დააფარეს, მან კი ახლა ისინი "ჩაუშვა". კეთილი ინებოს და უსამართლო გზით ნაშოვნი მილიონები უკან დააბრუნოს. რაც შემეხება მე, ფული არ მჭირდება და ავტობიოგრაფიის დაწერას არ ვაპირებ...
რეიტინგის მიმოხილვა....