კი ნამდვილად ეგრეა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ თამაშის ყურებით. გუშინ რაფას მოგება კი გამიხარდა, მაგრამ სუფთად მოიგო და ბერდიხი უკვე წინააღმდეგობას აღარც უწევდა.
ფერერმა პირველუ ორი სეტი რომ წააგო და მერე სამი მოიგო ზედიზედ რაღაც არანორმალური ძალებით მოახერხა გამარჯვება. ფანტასტიური იყო ორივე, შტეპანეკმა ტრიუკები ჩაატარა... ღირსეული მეტოქე იყო.
მაგრამ დღეს რა თამაშიც იყო, ნამდვილი "ფოიერვერკი"! ძაააალიან დიდი ხანია ესეთი დაძაბული შეხვედრა არ მინახავს.
ღირსების თამაში იყო.
ვერდასკო-ლოპეზი ნიუანსებამდე შეთანხმებულები თამაშობდნენ. ლოპეზი ჩამოყალიბებული მეწყვილეა. მეორე კვადრატში ესეთი დარტყმების სესრულება რაც მან მოახერხა უმაღლესი ქების ღირსია.
მოკლედ, ვერდასკო-ლოპეზმა დიდი გვირგვინი დაადგეს დღეს ესპანულ ჩოგბურთს.
პს-ბოლოს ჯერ ფერერო რომ ახტუნავეს ჰაერში და მერე ალბერტო კოსტა მაგაზე მაგრად ვიღადავე
ესპანეთის პრინცი მთელი ბოლო სეტი ფეხზე იდგა... და მერე სათიტაოდ ყველა ჩაკოცნა... ფერერო განსაკუთრებით