ყველაზე მაგარი წელი დასრულდა რაც კი ოდესმე ჩოგბურთში მინახავს!!

აი მართლა ყველაზე შთამბეჭდავი, ემოციური და სანახაობრივი იყოოო!!!
რახან 2010 წლამდე არანაირი ტურნირი არ გველოდება თვალი გადავავლოთ

წელი მშვენივრად დაიწყო ავსტრალიის ღია პირველობით

ტურნიზე გაიმართა რამდენიმე ისეტი მატჩი, რომელიც შეგვიძლია წლის საუკეთესო თამაშებთან ერთად დავასახელოთ. ნადალ თავის საუკეთესო ფორმაში იყო. ჯერ მხოლოდ ნახევარფინალი რად ღირდა ვერდასკოსთან, ხოლო ფინალური მატჩის ხარისხი პირდაოირპროპორციულია როჯერის ცრემლებისა


როლან გაროსზე ნადალის დამარცხება სოდერლინგთან ნამდვილ სენსაციად იქცა. უდავო ფავორიტად აღიარებული რაფა ტურნირს გამოეთიშა და სოდერლინგი ფანების რჩეული გახდა. თუმცა როჯერმა მაინც მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა პირველად თავის კარიერის განმავლობაში და გაიმეროა პიტ სამპრასის რეკორდი

დინარა საფინამ კი ისევ დაკარგა შანსი მოეგო დიდი შლემი. ის სვეტლანა კუზნეცოვასთან დამარცხდა. საფინამ მატჩი ორმაგი შეცდომით დათმო.


ყველაზე პრესტიჟული დიდი შლემის ტურნირის, უიმბლდონის მთავარი ფიგურა ნამდვილად ქვეყნის ერთადერთი იმედი, ენდი მარეი იყო. მარეიმ შესანიშნავად ითამაშა სტანისლან ვავრინკასთან, რითაც ნამდვილად ყველა აღაფრთოვანა, თუმცა ამერიკელმა ენდი როდიკმა მარეის ოცნებას წერტილი დაუსვა. თვითონ კი ფედერერთან დამარცხდა ფინალში და როჯერმა 15 შლემიანი რეკორდი დაამყარა.

წლის ბოლო დიდი მუზარადის ტურნირზე არგენტინელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ ნებისმიერი უშლემო ჩოგბურთელის ოცნება განახორციელა და ფედერერი დაამარცხა ფინალში. თუმცა მანამდე მან სამ სეტში დაამარცხა ესპანელი რაფაელ ნადალი.
პარალელურად, ორ წლიანი შესვენების შემდეგ კიმ კლაისტერსმა დაუჯერებელი გზა განვლო ფინალამდე, მან ორივე უილიამსი ჩამოიტოვა გზიდან. კაროლინ ვოზნიაკისთან ორსეტიანი თამაშის შემდეგ კი მან თავის ოცნებას ფრთები შეასხა.


ძალიან საინტერესო შემაჯამებელი ტურნირები დოჰასა და ლონდონში. გარდა უამრავი მოულოდნელი გამარჯვება ATP-ისა თუ WTA-ს ტურნირებში უამრავი იმედგაცრუება... ძაააააალიან ბევრი დრამა კორტებზე და ინტერვიუებში(ცოტა სკანდალიც) და ჩოგბურთელების off-court ცხოვრების საინტერესო მოვლენები

ჩემი უსაყვარელი წელია და როგორც მე ისე კრიტიკოსებიც 2010 წელს უფრო უკეთესსა და შთამბეჭდავს ვწინასწარმეტყველებთ
This post has been edited by black_mamba on 7 Dec 2009, 21:25