ვერ გაიგე ხო რაც დაგიწერე?? კაი.. გაატარე მაშინ

ეს ხუმრობით... ისე კი აგიხსნი თუ რთულია გასაგებად რაც დავწერე..
დაპოსტე აგასის ინტერვიუ... სადაც იყო მისი აზრი დღევანდელ სიტუაციაზე და ასევე მომოვალზე.. მას მიაჩნია, რომ ყველაზე მეტად მისთვის არსებულ ჩოგბურთელებში ... ნადალის და ფედერერის საქმის გამგრძელებლად ესახება მურეი.. ასევე მან განაცხადა.. რო მურეი, ჯოკო და დამატებული ამათ პოტრო.. იბრძოლებენ პირველი ჩოგნობისთვის..
მეორე აზრი ამ ინტრევიუს იყო, რომ ფედერერის ასაკი თავისას იზამს.. მიაქციე ყურადღება.. ის კი არ დაუწერია, რომ დარხეული აქვს და მორჩა მაგის სიმღერაო.. არამედ ასაკი აღარ შეუწყობს ხელსო.. ეს ბუნებრივიცაა.. დაღმასვლა დაიწყება 2010 ში თუ არა.. 11 ში უეჭველი.. ადრე თუ იგებდა 8-9 ტურნირს.. ეხლა კი ეს ჩამოვიდა ქვემოთ.. ერიდება ბევრ ტურნირს.. თავს იზოგავს დიდი სლემისათვის.. ეს კი ასაკის ბრალია.. მეტი არაფრის..
ეხლა მეორე ჩოგბურთელზე მისი აზრი... ეს არის ნადალი და მუხლის ტრამვა.. თუ აქტიური ჩოგბურთელი.. ანაც ნებისმიერი სპორტის მიმდევარი არ ყოფილხარ.. არც გეცოდინება.. ეგ არის ისეთი ტრამვა.. რომელიც გიმეორდება არასწორი თუ ზედმეტი დატვირთვის დროს.. ასაკის მომატებასთან ერთად კი გაუსაძლისი ხდება.. 3-4 თვე ითამაშებ.. შემდეგ დაასვენო უნდა. აქედან გამომდინარე მასაც შეეზღუდება ტურნირებზე მონაწილეობა... შედეგებიც დაიკლებს.. როცა 8-9 ტურნირს იგებდა სეზონში.. ამდენს ვერ გაქაჩავს.. და აქედან გამომდინარე ის ახალგაზრდები.. რომლებსაც არ აწუხებს ტრამვები.. აიწევიან რეიტინგში ზემოთ.. ჯოკო.. მურეი.. პოტრო.. ნუ დაზღვეული არავინაა.. მაგრამ მაინც.. ნადალისნაირი ტრამვა არც ერთს არა აქვს.. აქედანაც ის დასკვნა არა და აზრი.. რაც ანდრემ დააფიქსირა.. 100 % ით ვეთანხმები მაგ კაცს..
ეხლა მთავარი მომენტი აქ.. რისთვისაც დაგიწერე ამდენი..
შენ ამ ინტერვიუს შემდეგ დაწერე.. რო აგასი კიდევ გაბრაზებულია და თურმე სულ ვიღაცის ჩაძირვაზე როგორ უნდა ლაპარაკობდესო...
ამ შენს აზრზე მე დაგიწერე.. სუბიექტურია შენი აზრი თქო.. და ნუ გელანდებათ და არა გელანდება(მიაქციე ყურადღება, ეს მთელ ფორუმს ეხება.. მოხშირებულია უმიზეზოდ ჩოგბურთელების ლანძღვა.. ) ყველგან ჩაძირვები თქო... არავინ არავის არ ძირავს.. მითუმეტეს აგასი თქო... ხო კიდევ გქონდა დამატებული სამპრასსაც ხო აქვს ნათქვამიო... და მეტი მაინც რა შეუძლიათ მაგათო.. გასაგებია რო ძველებს პატივს არ ცემ.. ისიც.. რო ახლებიდან ვიღაცას ქომაგობ .. მაგრამ როცა რაიმეს წერ.. ან დაასაბუთო უნდა.. ან აგასის ძველი გამონათქვამები უნდა დადო ფედერერზე ანაც ნადალზე.. სადაც ძირავს მათ.. და უფრო მეტი.. მათზე, ახლანდელ სიტუაციაზე გაბრაზებულია.. წინააღმდეგ შემთხვევაში მე და სხვა ისეთი, რომელიც ცოტა მაინც ჩახედულია ამ საქმეში შემოგედავება და გეტყვის რო ტყუი... თუ არ გინდა რო ეს მოხდეს.. მაშინ მოერიდე გადაუმოწმებელი ინფოს დადებას... კარგი მე შენი პოსტით აზრს ვერ შემიცვლი ვერავისზე.. მაგრამ აქ მპოსტავ ახალგაზრდებს ..რომლებსაც უბრალოდ არ მოსწრებია ეგ ხალხი.. არ მოუსმენიათ მათი არც ერთი ინტერვიუ... არც ის.. როლანგაროსზე აგასის მიერ ფედერერზე ჯოლდოს გადაცემის დროს სპიჩი.. აზრი ჩამოუყალიბდებათ.. რო აგასი არის ბოღმა და ღვარძლიანი.. რომელიც ახლების წარმატებებს ვერ იტანს... რაც არის მტკნარი სიცრუე და ვიღაცის სუბიექტური აზრი...
კიდევ ერთი მომენტი.. მე რო დაგიწერე შეეშვით აგასის თქო.. ეს არ ნიშნავდა რო ვინმეს ვუკრძალავდე რაიმეს დაწერას.. ანაც გინებას.. აგინეთ ვისაც გინდათ.. ჩემი არც ძმაკაცია აგასი.. არც მამიდაშვილი და არც ახლობელი.. გინება ამ ფორუმზე მოსული პონტია.. და ვერც კრძალავს მოდერთა სასტავი.. არა აქვთ მაგის ძალა..
უბრალოდ ტყუილი არ დაწეროთ.. აი ისეთი რაც შენ გეწერა.. რო კიდევ გაბრაზებულია.. რაც ნიშნავს რო ადრე იყო ახლებზე გაბრაზებული.. და ის რო სულ როგორ უნდა ძირავდეს ვიღაცას.. რაც ნიშნავს რო ადრე ვიღაცეები მოშნად ჩაძირული ყავს...
თორე დანარჩენი წერეთ და იკითხეთ ამ თემაში.. არა მაქვს არავისთან საპრეტენზიო.. მაგრამ როგორც კი უმიზეზო და გადაუმოწმებელი და ცრუ ინფო დაიდება... ეგრევე შემოგეპასუხებით..
და კიდევ ერთი.. ირონიული პასუხები შემდეგ და გრამატიკული შეცდომების გასწორებების გარეშე რა

)) მეც კარგად ვხდები რო ზოგჯერ მეშლება

) საერთოდ რო ვლაპარაკობ ამ გადასაკარგავში ქართულად ეგ უფრო მიკვირს.. ვიდრე სხვა რამ.. ასე რო ირონია ყველას შეგვიძლია.. გაბრაზებაც და კიდევ ბევრი რამეც... ბოლო ბოლო ყველა ქართველს შეუძლია ეგ...
რაც არის გასარჩევი ის გავარჩიოთ... თუ კამათია კამათი იყოს.. და არა სხვა რაღაცეებზე გამახვილება ყურადღების
This post has been edited by რასტრელი on 18 Oct 2009, 05:49