ძალიან ხშირად კრიტიკოსები თავს გვახვევენ თავიანთ წინასწარმეტყველებებს, პროგნოზებს და იმდენად თავდაჯერებულად საუბრებენ, რომ უბრალოდ გვაღიზიანებენ, თუმცა მათი საქმეც ესაა და კრიტიკოსის დაწერილ ხარისხიან და მაღალი დონის სტატიაც ძალიან ღირებულია. მოკლედ ხან კარგად იქცევიან და ხან ცუდად

აქ თავმოყრილია 10 პროგნოზი, რომელიც არ მოგეწონებათ მიიჩნიეთ, რომ კრიტიკოსის ცუდი ქცევის შედეგია

10.
ენდი როდიკი მამა გახდება ახალადდაქორწინებული ენდი მშვენიერი მამა იქნება, რატომ უნდა იყოს მხოლოდ როჯერი ჩემპიონი მამა?
9.
დინარა საფინა ათეულიდან გავარდება საფინამ, რომელსაც ზურგის ტრავმა ტანჯავს, ისედაც მთლიანად ამოწურა შესაძლებლობები (ფიზიკური და გონებრივი 2009 წლის დასასრულს). 2010 წელს ვნახავთ ნამდვილ ნომერ პირველს, რომელიც კარგად ითამაშებს და უამრავ ტურნირს მოიგებს
8.
მელანი უდენი რეიტინგში წინ წაიწევს მელანის კიდევ სჭირდება დახვეწა, თუმცა მშვენივრად თამაშობს და მასზე შეიძლება იმედების დამყარება. მშვენიერი მომავალი აქვს და უამრავი კარგი რამ მოხდება მის კარიერაში, თუმცა არაფერი სერიოზული 2010 წელს.
7.
არგენტინა დევისს მოიგებს. ხუამ მარტინ დელ პოტრო თვიდან თვემდე უკეთეს ფორმაში დგება, ხოლო ნალბანდიანი მზადაა ტრავმებიდან ჩვეულ ფორმაში დაბრუნდეს.
6.
ვენუსი ვერ მოიგებს მეიჯორს და დაასრულებს კარიერას ის უკვე 30 წლისაა და მისთვის ძნელი იქნება გაუმკლავდეს ისეთ მოტივირებულ და ჯანმრთელ მოთამაშეებს, როგორების ჟუსტინ ენენი, კიმ კლაისტერსი და მარია შარაპოვა არიან. არაა საჭირო განაგრძოს გრანდ სლემებზე საცოდავი გამოსვლა.
5.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ნომერი პირველი გახდება სერბს კარგი შანსი აქვს გახდეს ნომერი პირველი, რადგან მას არ მოუგია მეიჯორ ტურნირი და შესაბამისად დასაცავი ქულები დიდი რაოდენობით არ აქვს. ხოლო მისი ფორმის მიხედვით, სრულიად ბუნებრივია ვენდოთ

4.
ჟუსტინი ენენი მოიგებ საფრანგეთის ღია პირველობას, მაგრამ არა უიმბლდონს მას შემდეგ, რაც ჟუსტინმა ოფიციალურად გამოაცხადა დაბრუნების შესახებ, უიმბლდონი ერთადერთი ტურნირია, რომელზეც ის საუბრობს. საკმაოდ ბევრს ითხოვს ახლადდაბრუნებული ენენი.
3.
მარია შარაპოვა მოიგებს ავსტრალიის ღია პირველობას როდესაც ყველას თვალი მიპყრობილი იქნება ახლადდაბრუნებული ენენისკენ, კლაისტერსისა და უილიამსისკენ, შარაპოვა ყველას დაამარხცებს. ტრავმებისგან დატანჯულმა რუსმა ვერ მოახერხა წინა ტურნირზე გამოსვლა, თუმცა ის კარგ ფორმაშია და თანაც მელბურნში ყოველთვის კარგად ასპარეზობს.

2.
რაფაელ ნადალი მოიგებს საფრანგეთის ღია პირველობასა და უიმბლდონს. რაFას წლები არაა ისეთი პრობლემა, როგორც როჯერის, ასე რომ მის კარიერაშიც სანერვიულო არაფერია. მხოლოდ 23 წლისაა და თუ როლან გაროსს ისევ დაიპყრობს უფრო მეტად დარწმუნდება საკუთარ ძალებში უიმბლდონისთვის.
1.
როჯერ ფედერერი ვერ მოიგებს მეიჯორს. კრიტიკოსთა აზრით როჯერმა დროა დაუთმოს გზა ისეთ ახალგაზრდებს, როგორებიც დელ პოტრო და მარეი არიან, თვითონ კი დაკმაყოფილდეს თავისი რეკორდით, 15 სლემით, რომელიც სხვა არცერთ მამაკაც მოთამაშეს მოუგია. მითუმეტეს ფედერერის მთავარი ოპონენტი, ნადალიც ფორმაში დგება, ასე რომ 2002 წლის შემდეგ პირველი წელი იქნება როჯერისთვის, როდესაც მეიჯორის მოგებას ვერ შეძლებს