ჟუსტინ ენენმა თავისი პირველი, ოფიციალური მატჩი მოიგო ბრისბაინში. მან რუსი ნადია პეტროვა დაამარცხა 7-5 7-5.
"ეს მხოლოდ დასაწყისია" თქვა ენენმა "ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ იმით რაც კორტებზე გავაკეთე."
"მე ვფიქრობ რომ ის გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე ჩოგბურთს გამოეთიშებოდა" განაცხადა პეტროვამ "ის უიმბლდონის მოგებასაა მოწყურებული და ცვლილებები რაც მან თავის თამაშში შეიტანა მნიშვნელოვანი და წამყვანი იქნება მომავალში"
ენენი სესილ კარატანჩევას შეხვდება, და რა თქმა უნდა შესაძლებელია ფინალში თანამემამულე კლაისტერსსაც შეხვდეს.
აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ენენმა რომელიღაც წინა ინტერვიუში განაცხადა, რომ მან თამაშის სტილიც და დამოკიდებულებაც შეცვალა ტენისის მიართ, უფრო მეტად უყვარს და მეტად ხვდება ამ სპორტის აზრს. ახლანდელი თვალთახედვით მიიჩნევს, რომ ეს ყველაზე კარგი გასართობია და პუბლიკასაც გაცილებით დიდ ყურადღებას დაუტმობს. როგორც თვითონ თქვა, აქამდე კორტებზე პიროვნულად ჩაკეტილი სჩანდა და ვერ ბედავდა გახსნილიყო როგორც სხვა მოთამაშეები. თამაშს რაც შეეხება... OMG მისი ბექჰენდი დაუმარცხებელია!!!

ჟუჟუ 2010 ერტერთი მთავარი პირობაა იმისა, რომ 2010 წლის ქალთა სეზონი ძალიან, ძალიან საინტერესო იქნება
